ივანე ჭალელიშვილმა ჩააბარა Bordeaux Sciences Agro უნივერსიტეტში

20 მარტი 2024

აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის კურსდამთავრებულმა ივანე ჭალელიშვილმა ჩააბარა Bordeaux Sciences Agro უნივერსიტეტში. სექტემბრიდან ის სწავლას მევენახეობისა და მეღვინეობის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.

აგრარული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის დასრულებისთანავე ივანემ საკუთარი ბრენდის ქვეშ დაიწყო ქართული ყურძნის ჯიშებიდან ღვინის წარმოება. თუმცა გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო უფრო მეტი საერთაშორისო გამოცდილების დაგროვება და საფრანგეთში, ბორდოს რეგიონში გაიარა პირველი რთველი. შემდგომ გადაინაცვლა ახალ ზელანდიაში და მალბოროს რეგიონში გააგრძელა საქმიანობა, საიდანაც პორტუგალიაში, დაოს რეგიონში გაიარა ასევე რთველის პერიოდი. სწორედ აქ ყოფნისას გადაწყვიტა ბორდოში სწავლის გაგრძელება და უფრო მეტი ცოდნის დაგროვება მეღვინეობის მიმართულებით.

ამჟამად, სწავლის დაწყებამდე, ივანე ავსტრალიაში, ვიქტორიას რეგიონშია ჩართული რთველის პროცესში.

Ვანე Ჭალელიშვილი