ვეტერინარიის სკოლა

ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის აღწერა

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა თეორიული და პრაქტიკული სწავლების სწორ დაგეგმვას და განხორციელებას, რაც გულისხმობს საგნის თეორიული შესწავლის პარალელურად მის პრაქტიკაში რეალიზებას. ინტერაქციული სწავლება, კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებული სწავლება და ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს სტუდენტების პრაქტიკული (კლინიკური, კვლევითი) უნარ-ჩვევების გამომუშავებას და მათ მიერ პროგრამით გათვალისწინებული საგნების სიღრმისეულ შესწავლას, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას. გარდა ამისა, პროგრამა კურსდამთავრებულებს მისცემს სათანადო ბაზას დოქტორანტურაში სწავლის გასაგრძელებლად და შესაძლო სამეცნიერო კარიერის განსავითარებლად.

ხუთწლიანი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები ფუნდამენტური თეორიული ცოდნის გარდა, ფლობენ მნიშვნელოვან კონკრეტულ უნარებს, როგორიცაა თანამედროვე ქიმიურ ხელსაწყოებთან მუშაობის უნარი, კვლევების განხორციელება, ანალიტიკური აზროვნება და კონკრეტული ამოცანების გადაჭრის უნარი.

მეხუთე კურსზე  ყველა სტუდენტი გადის სამეცნიერო კვლევის საფუძვლებს და დამოუკიდებლად ირჩევს მისთვის საინტერესო მიმართულებას და ამზადებს სამაგისტრო ნაშრომს, სადაც ხელმძღვანელთან ზედამხედველობის ქვეშ დამოუკიდებლად სწავლობს/იკვლევს სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხს. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ კვლევის აქტუალურ მეთოდებსა და სფეროში არსებულ უახლეს მიღწევებს.

პროფესორების უმეტესობა სწავლების პარალელურად უშუალოდა და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში სურვილის შემთხვევაში

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - ვეტერინარის მაგისტრი. პროგრამის ხანგრძლივობაა 5 წელი.

ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება

ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების (302 კრედიტი) დაახლოებით მესამედი ეთმობა ლაბორატორიული და/ან პრაქტიკული მეცადინეობების შემცველ საგნებს. შესაბამისად, სწავლების მნიშვნელოვანი დრო ლაბორატორიულ მეცადინეობებს ეთმობა და ეფუძნება ქმედებაზე დაფუძნებულ სწავლებას (learning-by-doing). ეს გულისხმობს, რომ სტუდენტები პროფესიას ეუფლებიან ინდივიდუალური მუშაობის გზით და საკუთარი ხელით აკეთებენ ამოცანას, ცდას, ანალიზს, ექსპერიმენტს.

სკოლის სტუდენტებს ლაბორატორიული/პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ კახა ბენდუქიძის კამპუსში განთავსებულ ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მიკრობიოლოგიის, ვეტერინარიის და სხვა მიმართულების სასწავლო ლაბორატორიებში.

პროგრამა მოიცავს პრაქტიკას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიულ კლინიკაში, სადაც რეალურ სამუშაო გარემოში სტუდენტები შეძლებენ ვეტერინარისათვის საჭირო უნარების გამომუშავებას. სასწავლო პრაქტიკისას სტუდენტები იყოფიან მცირე ჯგუფად და თითოეული ჯგუფისთვის განისაზღვრება სასწავლო პრაქტიკის კოორდინატორი, რომელიც ვეტერინარული კლინიკის თანამშრომელია და რომელიც უწევს ზედამხედველობას სტუდენტების პრაქტიკულ აქტივობებს.

დასაქმების სფეროები

ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული შესაძლოა დასაქმდეს სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციაში, მათ შორის:

  • ვეტერინარულ კლინიკებსა და ლაბორატორიებში
  • მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებში, მეფუტკრეობის და მეთევზეობის მეურნეობებში
  • ფარმაცევტულ საწარმოებში, სავეტერინარო აფთიაქებში
  • ზოომაღაზიებში, ზოოპარკებში, ვივარიუმებში, აკვარიუმებში, ტერარიუმებში, იპოდრომებზე, ცხოველთა თავშესაფრებში
  • სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებები
  • საერთაშორისო პროექტებში

კურიკულუმი

ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს 307 კრედიტს, რაც გადანაწილებულია ქვემოთ მოყვანილ ორ კომპონენტში: 

ზოგადი განათლების კომპონენტი, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს საუნივერსიტეტო ზოგადი განათლებისა და ვეტერინარიის ზოგადი განათლების მოდულებს. ზოგადი განათლების კომპონენტის მოცულობა 75 კრედიტს შეადგენს.

  • საუნივერსიტეტო ზოგადი განათლება - უნივერსიტეტის თითოეული სტუდენტი, სპეციალობის საგნების პარალელურად, ზოგად საუნივერსიტეტო საგნებსაც გადის, რაც ხელს უწყობს ზოგადი განათლების დონის ამაღლებას და ინტერესთა სფეროს გაფართოებას. 
  • ვეტერინარიის ზოგადი განათლება - მოდული  მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: ზოგადი ქიმიის თეორიული და ლაბორატორიული კურსები, ორგანული ქიმია, ზოგადი ფიზიკა, სამეცნიერო კვლევის საფუძვლები.

სპეციალობის განათლების კომპონენტი (სპეციალობა - ვეტერინარია), რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს საბაზისო მეცნიერებების, სპეციალობის კომპონენტის და სპეციალობის არჩევითი საგნების მოდულებს. სპეციალობის განათლების კომპონენტის მოცულობა 232 კრედიტს შეადგენს.

  • საბაზისო მეცნიერებები - მოდული მოიცავს მიმართულების შესასწავლად საჭირო საბაზო საგნებს, მაგალითად: ზოგადი ბიოლოგიის თეორიული და ლაბორატორიული კურსები, ზოოლოგია, ბიოსტატისტიკა.
  • სპეციალობის კომპონენტი - მოდული მოიცავს სფეროს შესასწავლად საჭირო ძირითად თეორიულ, ლაბორატორიულ და პრაქტიკულ კურსებს. მოდული მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: ანატომია, ჰისტოლოგია და ემბრიოლოგია, ფიზიოლოგია, პათოლოგიური ანატომია, პათოფიზიოლოგია, ფარმაკოლოგია, ტოქსიკოლოგია, პარაზიტული დაავადებები, სავეტერინარო მიკრობიოლოგია და ინფექციური დაავადებები, ოპერაციული ქირურგია, ზოგადი ქირურგია, კერძო ქირურგია და სხვა. ასევე, მოდული მოიცავს პრაქტიკას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიულ კლინიკაში, სადაც რეალურ სამუშაო გარემოში სტუდენტები შეძლებენ ვეტერინარისათვის საჭირო უნარების გამომუშავებას. სასწავლო პრაქტიკისას სტუდენტები იყოფიან მცირე ჯგუფად და თითოეული ჯგუფისთვის განისაზღვრება სასწავლო პრაქტიკის კოორდინატორი, რომელიც ვეტერინარული კლინიკის თანამშრომელია და რომელიც უწევს ზედამხედველობას სტუდენტების პრაქტიკულ აქტივობებს.
  • სპეციალობის არჩევითი საგნები - ეს მოდული სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი ინტერესის მიხედვით ვეტერინარიის სხვადასხვა მიმართულებით გაიღრმაოს ცოდნა. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, დამატებით 15 კრედიტის საგნები ისწავლონ დამატებითი საფასურის გარეშე.

მიღების პირობები 2023

კოდი:

0050104 Copy Code Copied!

ადგილების რაოდენობა: 30

ეროვნული გამოცდა წონა მისაღები ადგილი მინიმალური ზღვარი
ქართული ენა და ლიტერატურა 4
უცხო ენა 4
არჩევითი გამოცდა
ან მათემატიკა 4 6 40%
ან ისტორია 4 8 60%
ან ქიმია 4 3 60%
ან ბიოლოგია 4 13 60%

საგნები

ქართული ენა და ლიტერატურა

საგნის წონა

4

მისაღები ადგილი

მინიმალური ზღვარი

უცხო ენა

საგნის წონა

4

მისაღები ადგილი

მინიმალური ზღვარი

ან მათემატიკა

საგნის წონა

4

მისაღები ადგილი

6

მინიმალური ზღვარი

40%
ან ისტორია

საგნის წონა

4

მისაღები ადგილი

8

მინიმალური ზღვარი

60%
ან ქიმია

საგნის წონა

4

მისაღები ადგილი

3

მინიმალური ზღვარი

60%
ან ბიოლოგია

საგნის წონა

4

მისაღები ადგილი

13

მინიმალური ზღვარი

60%

სკოლის შესახებ

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის სკოლა ახორციელებს 2 აკრედიტებულ პროგრამას:

  • ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა
  • ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

ასევე, ვეტერინარიის სკოლა ახორციელებს აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამას ვეტერინარიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლასა და აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლასთან ერთად.

ვეტერინარიის სკოლის პროგრამები დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით აკეთებენ ამოცანას, ცდას, ანალიზს. გარდა ამისა, ლაბორატორიული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.

სკოლის სტუდენტებს ლაბორატორიული/პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ კახა ბენდუქიძის კამპუსში განთავსებულ ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მიკრობიოლოგიის, ვეტერინარიის და სხვა მიმართულების სასწავლო ლაბორატორიებში.

საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ვეტერინარული კლინიკა, სადაც ვეტერინარიის სკოლის სტუდენტებს უტარდებათ პრაქტიკული მეცადინეობები, სადაც რეალურ სამუშაო გარემოში ისინი შეძლებენ ვეტერინარისათვის საჭირო უნარების გამომუშავებას.

ასევე, სკოლის პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში, სურვილის შემთხვევაში. სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის კი ძალიან კარგი შესაძლებლობაა მეცნიერებთან ერთად აკეთონ სიღრმისეული კვლევა.

დეკანი

Ბესარიონ Ლასარეიშვილი

ბესარიონ ლასარეიშვილი

პროფესორი; ვეტერინარიის სკოლის დეკანი

b.lasareishvili@agruni.edu.ge

კოორდინატორი

Ნინო Კაჭარავა

ნინო კაჭარავა

ვეტერინარიის სკოლის კოორდინატორი; შესყიდვების მენეჯერი

n.kacharava@agruni.edu.ge