ნატა ხვედელიძე სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე
16 September 2025
ქიმიის პროგრამის კურსდამთავრებული ნატა ხვედელიძე სწავლას აგრძელებს, სრული დაფინანსებით, Erasmus Mundus ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე I-MESC (Interdisciplinarity in Materials for Energy Storage and Conversion).
სამაგისტრო პროგრამის კონსორციუმი მოიცავს ისეთ უნივერსიტეტებს, როგორიცაა: Université Toulouse III Paul Sabatier (საფრანგეთი), Universidad del Pais Vasco – Euskal Herriko Unibertsitatea (ესპანეთი), Univerza v Ljubljani (სლოვენია), Warsaw University of Technology (პოლონეთი), Drexel University (აშშ) და Deakin University (ავსტრალია).
პროგრამის ფარგლებში, ნატა ყოველ სემესტრში სხვადასხვა ქვეყანაში ისწავლის. პროგრამა ინტერდისციპლინურია ელექტროქიმიური ენერგიის შენახვასა და გარდაქმნის შესახებ და ძირითადი აქცენტი კეთდება ბატარეებზე, სუპერკონდენსატორებსა და საწვავის უჯრედებზე. პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტების ჩართვას როგორც კვლევით, ასევე ინდუსტრიულ საქმიანობაში, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობს სხვადასხვა კვლევით ცენტრებსა და კერძო ტექნოლოგიურ კომპანიებთან.
Similar news
21 November 2025
თინათინ თურმანიძე გაცვლითი პროგრამით იმყოფება საფრანგეთში
20 November 2025
სოფიო ჭუმბურიძე გაცვლითი პროგრამით იმყოფება საფრანგეთში
31 October 2025
თათული ბაცაცაშვილი სწავლას აგრძელებს ორწლიან, ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე MemBioMed
28 October 2025
აგროსფეროს ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია
23 October 2025