2011 წელს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტსა და თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას (ESM) შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი. შედეგად, სრულიად განახლდა აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სასწავლო პროგრამა.
აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, შენ დაეუფლები ბიზნესის მართვის ძირითად პრინციპებს, შეისწავლი ბიზნესის ენას, გამოიმუშავებ ბაზარზე ორიენტირებულ ხედვას ბიზნესსა და მართვაზე. მიიღებ საბაზო ცოდნასა და უნარებს ბიზნესის ძირითად ფუნქციონალურ მიმართულებებში - მენეჯმენტში, მარკეტინგში, ფინანსებში, ადამიანური რესურსების მართვაში, ოპერაციების მართვაში. მოიპოვებ ბიზნესში არსებული პრობლემების გადაჭრისათვის საჭირო ანალიტიკურ უნარებს.
საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი. სწავლის დასრულების შემდეგ მიიღებ ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში.
სწრაფი ბმულები