მშენებლობის საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს მშენებლობაში თანამედროვე საინჟინრო ცოდნისა და უნარების მქონე სპეციალისტის მომზადებას.
პროგრამის ათვისების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს: სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების დაპროექტებასა და მშენებლობის განხორციელებას; შენობებში თბოაირმომარაგების და ვენტილაციის დანადგარების, აგრეთვე ელექტრო, წყალგაყვანილობის ქსელის დაპროექტებას; დაზიანებული ნაგებობების გამოკვლევას; შენობების მზიდი კონსტრუქციების, როგორც ცალკეული ელემენტების, ასევე მთლიანად ნაგებობის გაანგარიშებას და კვეთების შერჩევას; შენობების გაანგარიშებას სეისმომედეგობაზე. სტუდენტი შეიძენს საინჟინრო მოღვაწეობისათვის აუცილებელ და საკმარისი ცოდნის ბაზას, რათა გახდეს მოთხოვნადი და წარმატებული ინჟინერი.
პროგრამის ათვისების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება მშენებლობის ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხი.
კურსდამთავრებულს, როგორც დამპროექტებელ და მმართველ ინჟინერს, ექნება დასაქმების მრავალმხრივი შესაძლებლობა სამშენებლო და საპროექტო კომპანიებში; ყველა იმ დარგში, სადაც გამოიყენება CAD (კომპიუტერული პროექტირება) სისტემები.
სწრაფი ბმულები
✔ მშენებლობის საბაკალავრო პროგრამა