ჩვენ გამოვირჩევით საუნივერსიტეტო ცხოვრების მრავალფეროვნებით. ჩვენთან შეგიძლია მოისმინო ცნობილ მეცნიერთა და სხვადასხვა სფეროს წარმატებულ წარმომადგენელთა საჯარო ლექციები, მათ შორის, ტელეპრეზენსის სალეციო სისტემით. სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად გაემგზავრები ექსპედიეციეში საქართველოსა, თუ უცხოეთის სხვადასხვა კუთხეში. საშუალება გექნება, საკუთარი ინტერესების მიხედვით, სხვებთან ერთად ჩამოაყალიბო ან შეარჩიო უკვე არსებული კლუბი. შეძლებ მისდიო სპორტის შენთვის საინტერესო სახეობებს. ჩვენთან ფუნქციონირებს დიდი სპორტული ცენტრი - კალათბურთის, ფრენბურთის, ჭიდაობის, მინიფეხბურთის, ხელბურთის დარბაზებითა და სატრენაჟორო სტუდიით. თუკი, სურვილი გექნება მონაწილეობას მიიღებ საუნივერსიტეტო სპორტულ შეჯიბრებებში "მან-სან-კანი"-ის ჩემპიონატში ან ჩაერთვები ინტელექტუალურ კონკურსში "რა? სად? როდის?
სწრაფი ბმულები