გიორგი არაბიძე

ლექტორი; მათემატიკური საგნების კურატორი

გიორგი არაბიძე

ლექტორი; მათემატიკური საგნების კურატორი

ბიოგრაფია

2018 წლიდან მუშაობს საქართველოს აგრარულ და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტებში თავდაპირველად მოწვეული ლექტორის პოზიციაზე, ხოლო 2022 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტების მათემატიკური საგნების კურატორი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2014-2018 წლებში იყო გიოთინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი. 2018 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა მათემატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2019 წლიდან არის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

2007 წლიდან მუშაობს ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად და ამავე სკოლაში ხელმძღვანელობს მათემატიკის წრეს.

2007-2013 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2013 წელს მოიპოვა მათემატიკის მაგისტრის ხარისხი.

განათლება

2014-2018 - გიოთინგენის უნივერსიტეტი, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტი, მათემატიკის დოქტორი
2011-2013 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი. მაგისტრი
2007-2011 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბაკალავრი

სასწავლო კურსები

ალბათობა და სტატისტიკა (B)
კალკულუსი I (B)