ივანე კაპანაძე
ასისტენტ-პროფესორი
ასისტენტ-პროფესორი
2005 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის აგროსაინჟინრო ფაკულტეტი მექანიზაციის სპეციალობით. 2007 წელს მიენიჭა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი აგროსაინჟინრო მიმართულებით. 2011 წელს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: “საქართველოში შემოტანილი საზღვარგარეთული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საიმედოობის მაჩვენებლებისა და სერვისის რაციონალური ფორმების დასაბუთება“ და მიენიჭა აგროინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2008 წელს მუშაობდა სსიპ კონსტანტინე ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტში ჩაისა და სუბტროპიკული მცენარეების მექანიზაციის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. 2008-2010 წლებში ეკავა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის აგროსაინჟინრო ფაკულტეტის მექანიზაციის დეპარტამენტის ლაბორანტის პოზიცია. 2010-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგროსაინჟინრო მიმართულების უფროს ლაბორანტად. 2013 წლიდან იკავებს ამავე უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას. 2008 წლიდან აქტიურად ეწევა სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას, ატარებს ლექციებს, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს. არის 20 სამეცნიერო ნაშრომის, 2 მონოგრაფიის და 4 მეთოდური ნაშრომისა და რეკომენდაციის ავტორი. მიღებული აქვს 2 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე და 10 სერტიფიკატი და სიგელი. მონაწილეობდა 3 სამეცნიერო გრანტში და 8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში.
2011 - აგროინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი,
2007 - აგროინჟინერიის მაგსიტრი, საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი, აგროსაინჟინრო ფაკულტეტი
2005 - საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი, აგროსაინჟინრო ფაკულტეტი
გაზომვები და ხელსაწყოები (B)
საწარმოო პროცესები (B)
Katsitadze, J., Kapanadze, V., Qutelia, G. (2016). To Increase the Reliability of Plow. International Scientific Journal ‘Machines, Technologies, Materials’, Issue 3, p.7-8, 2016; ISSN: 1313-0226, IF 5