ლალი ქაჯაია

პროფესორი

ლალი ქაჯაია

პროფესორი

ბიოგრაფია

1997 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, 2000 წელს კი ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა. 2006 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2006 წელს მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე მაძიებლად. 2007-2010 წლებში ეკავა კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგ ინსტიტუტში, სეისმომედეგი მშენებლობის განყოფილებაში, მეცნიერ-თანამშრომლის პოზიცია. 2010-2012 წლებში იყო ნაგებობის, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტში, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2018-2023 წლებში მუშაობდა უფროს მეცნიერ-თანამშრომლად სეისმური საშიშროებისა და ბუნებრივი კატასტროფის რისკის სექტორში, სსიპ მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტში. 2023 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის ექსპერტი. 2015 წლიდან იკავებს შპს კირიაკ ზავრიევის სეისმომედეგი მშენებლობის ცენტრის დირექტორის თანამდებობას. იგი არის 24-მდე პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი, მიღებული აქვს მონაწილეობა 20-მდე საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში. არის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა erasmus+-ის სტიპენდიანტი. ესწრებოდა არაერთ საერთაშორისო სემინარსა და სამუშაო შეხვედრას. 2023 წლიდან არჩეულია Wors Council of Civil Engineers (WCCE) განათლების კომიტეტში, საქართველოს წარმომადგენლად. 2011 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი.

განათლება

2006 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი
2000 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემები, გამოყენებითი მათემატიკა, მაგისტრის ხარისხი
1997 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფიზიკა ტექნიკისა და ელექტრონიკის ფაკულტეტი, გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

სასწავლო კურსები

თეორიული მექანიკა I (B)
თეორიული მექანიკა II (B)
ტექნიკური მოდელირება LIRA (B)
სასრული ელემენტთა ანალიზი (M)