შოთა რუხაძე
პროფესორი
პროფესორი
1967 წელს წინასადიპლომო პრაქტიკის გავლისა და მოსკოვის ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტში შესრულებული სადიპლომო სამუშაოს შემდეგ დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი ფიზიკური ქიმიის მიმართულებით. იმავე წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში, სადაც დაიცვა დისერტაცია თემაზე "პ-ბენზოქინონის მეტაბოლიზმი და ცილა-ქინონის ურთიერთქმედება მცენარეებში". 1975 წელს მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1977 წელს დაიწყო მუშაობა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (შემდგომში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) ბიოორგანული ქიმიის კათედრაზე, სადაც გაიარა ასისტენტიდან პროფესორამდე არსებული ყველა საფეხური. 1986 წელს მიენიჭა ფიზიკური ქიმიის დოცენტის სამეცნიერო წოდება. მას აქვს მრავალწლიანი აკადემიური საქმიანობის გამოცდილება და ინტენსიურად კითხულობს ამა თუ იმ სალექციო კურსს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ქიმიის მიმართულებით.
1986 - ფიზიკური ქიმიის დოცენტის სამეცნიერო წოდება
1975 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი
1967 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქიმიის ფაკულტეტი
ფიზიკური ქიმია I (B)
ფიზიკური ქიმია II (B)
კოლოიდური ქიმია (B)
კვების პროდუქტების ხარისხის კონტროლის ფიზიკურ-ქიმიური მეთოდები I (B)
კვების პროდუქტების ხარისხის კონტროლის ფიზიკურ-ქიმიური მეთოდები II (B)
ტექნო-ქიმიური კონტროლის ლაბორატორიული მეთოდები (M)