დაჩი ჯუგაშვილი

მშენებლობის პროგრამის ხელმძღვანელი; ლექტორი

დაჩი ჯუგაშვილი

მშენებლობის პროგრამის ხელმძღვანელი; ლექტორი

d.jugashvili@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2014 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი, 2016 წელს კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა ინჟინერიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალიზაციით. 2024 - 2025 წლებში ფულბრაითის გაცვლითი პროგრამით (FFDP) იმყოფებოდა აშშ-ში, ალაბამას უნივერსიტეტში, სადაც გაიარა
კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამა და მონაწილეობდა სამეცნიერო კვლევებში სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით. 2026 წელს დაიცვა დისერტაცია საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში და მიიღო ინჟინერიის
დოქტორის ხარისხი. 2020 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, ხოლო 2022 წლიდან თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. 2021 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს აგრარული
უნივერსიტეტის მშენებლობის მიმართულებას, არის პროგრამის ხელმძღვანელი და კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 2026 წლის აგვისტოდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი შენობების დინამიკური, არაწრფივი გაანგარიშების მიმართულებით. 2012 წლიდან აქტიურად მუშაობს სამშენებლო სფეროში პროექტირების, მშენებლობისა და ზედამხედველობის მიმართულებებით. 2022 წლიდან არის სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის
მიწვეული ექსპერტი.

განათლება

2026 - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი
2016 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამშენებლო ფაკულტეტი, მაგისტრის აკადემიური ხარისხი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალიზაციით
2014 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამშენებლო ფაკულტეტი, ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხი მშენებლობაში

სასწავლო კურსები

ინჟინერიის საფუძვლები (B)
საანგარიშო პროგრამები: LIRA, SAP2000 (M)