მექანიკის ინჟინერიისა საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს ინჟინერიაში თანამედროვე ცოდნის მიღების საშუალებას. სტუდენტები შეისწავლიან მანქანებისა და მოწყობილობების ეფექტიანად გამოყენების პრინციპებს, საინჟინრო დარგში არსებული პრობლემის გაცნობიერების და მათი გადაჭრის გზებსა და მეთოდებს. საინჟინრო ტექნოლოგიებს და მათი მახასიათებლებს, კომპიუტერული და მათემატიკური მეთოდების, CAD/CAM სისტემების გამოყენებას საინჟინრო საქმიანობაში.
სტუდენტი სწავლობს მართვის თეორიას, რაც მენეჯმენტის მარტივად ათვისების საშუალებას იძლევა.
სწავლის პერიოდში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს განახორციელოს საკუთარი კრეატიული იდეები. საკონსტრუქტორო და რობოტიკის ლაბორატორიებში სტუდენტები ყოველ წელს აპროექტებენ და საკუთარი ხელით ქმნიან სასურველ პროდუქტს. პროგრამის ათვისების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება მექანიკის ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხი.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი შეძლებს მანქანებისა და მოწყობილობების შექმნას, დაპროექტებას, მოდერნიზებას და ექსპლუატაციას. კურსდამთავრებული შეიძენს საინჟინრო მოღვაწეობისათვის აუცილებელ და საკმარისი ცოდნის ბაზას, რათა გახდეს მოთხოვნადი და წარმატებული ინჟინერი.
სწრაფი ბმულები
✔ მექანიკის ინჟინერიისა საბაკალავრო პროგრამა