ENG GEO

Search form

Highlight

28 დეკემბერს კახა ბენდუქიძის კამპუსს თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორი გია დვალი ეწვია და ტრადიციული საჯარო ლექცია ჩაატარა. ამჯერად ლექციის თემა იყო - „მოაზროვნე“ ადრეული სამყარო. როგორც ყოველთვის, შეხვედრამ სრული ანშლაგით ჩაიარა.
31.12.2018
კახა ბენდუქიძის კამპუსში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის "საქართველოს ტყეებში დეპონირებული ნახშირბადის მარაგების შეფასება, კონვერსიული კოეფიციენტების დადგენა" საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნა როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონების მიხედვით მუხის, რცხილის, წაბლის და მურყანითგაბატონებულ ტყეებში საერთო და მათი ცალკეული ფრაქციების (ღერი, ტოტი, წიწვი, ფესვი) ფიტომასა და ნახშირბადის მარაგები ხნოვანების ჯგუფების მიხედვით (ახალგაზრდა, შუახნოვანი, მომწიფარი, მწიფე და მწიფეზე უხნესი). გარდა ამისა, განსაზღვრული იქნა ქვეტყისა და მოზარდის, ტყის ცოცხალი და მკვდარი საფრის, ფესვთა სისტემის ბიომასა და ატმოსფერული ნახშირბადის მარაგები, ნიადაგში ჰუმუსისა და ნახშირბადის მარაგები. დადგენილ იქნა ოთხივე სახეობის ტყის ეკოსისტემებში ბიომასისა და დეპონირებული ნახშირბადის მარაგების წლიური ნამატის მაჩვენებლები, ოთხივე სახეობისათვის კონვერსიული კოეფიციენტები კორომის ფრაქციებისა და ხნოვანების ჯგუფებისათვის.
26.12.2018
ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებმა გურამ გელხაურმა, მიხეილ ჭოლოკავამ და გივი დოლიძემ შექმნეს პირველი ქართული სამაგიდო თამაშების მწარმოებელი კომპანია. გუნდი რამდენიმე თვეა ამზადებს ახალ თამაშს სავარაუდოდ სახელით Game of Deities. წორედ ამ თამაშით მოიგო გუნდმა Kick Challenge, რომლის დახმარებითაც კომპანია Kickstarter-ზე წარმართავს სწორ კამპანიას რაც წარმატების შანსებს კიდევ უფრო ზრდის.
26.12.2018
აგრარული უნივერსიტეტის ენტომოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ჯაფოშვილი არჩეულია ენტომოლოგიის 27-ე საერთაშორისო კონგრესის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს წევრად. კონგრესი, რომელიც ჩატარდება 2024 წელს კიოტოში, (იაპონია), მსოფლიოს ენტომოლოგთა ყველაზე დიდი შეკრებაა. გასულ კონგრესზე მონაწილეობა მიიღო 102 ქვეყნის 6682-მა ენტომოლოგმა.
19.12.2018
კახა ბენდუქიძის კამპუსში, თავისუფალი და აგრარულ
14.12.2018
კახა ბენდუქიძის კამპუსში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის "Beauveria bassiana" ("Bb007"-ის მასობრივი გამრავლების ტექნოლოგიის დამუშავება მავნე მწერების კონტროლისათვის საქართველოში", შიფრი 216766) პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას დაესწრო ვლადიმერ გული, ვერმონტის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ.
13.12.2018
ბანკი კრედო აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს. ბანკმა უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რის საფუძველზეც 10 თვიანი სტიპენდია დაენიშნებათ აგრარული უნივერსიტეტის მესამე კურსელებს რომლებიც სწავლობენ - აგრონომიის, ვეტერინარიის, მევენახეობა-მეღვინეობისა და სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე. სტიპენდიას მიიღებს აღნიშნული პროგრამის თითო ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი.
12.12.2018
5 დეკემბერს კახა ბენდუქიძის კამპუსში რიგით მეათ
12.12.2018
თეატრალურ ფესტივალზე "ნიღაბი 2018" თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების თეატრის სპექტაკლმა - მექანიკური ფორთოხალი - სამ ნომინაციაში გაიმარჯვა. რეჟისორი, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი - მეტერე დგვეფაძეა, რომელიც ამავდროულად აღნიშნულ სპექტაკლში თამაშობს. მამაკაცის დრამატული როლის საუკეთესო შემსრულებელი სწორედ დემეტრე გახდა, ქალის საუკეთესო როლის შემსრულებლის სტატუსი, ჩვენმა სტუდენტმა, ანი ბუჩუკურმა მიიღო, ხოლო ნომინაცია - საუკეთესო უნივერსიტეტი, ასევე თავისუფალმა უნივერსიტეტმა მოიგო!
11.12.2018
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საინჟირო ტექნოლოგიური ფაკულტეტის ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები ფრანგული კომპანია “Groupe Atlantic”-ის მიწვევით იმყოფებოდნენ ამ კომპანიის „Atlantic Georgia“-ს ქუთაისის ქარხანაში, სადაც იწარმოება თანამედროვე სისტემის წყლის გამაცხელებლები. მოცემული კომპანია დაინტერესებულია ჩაანაცვლოს მასთან დასაქმებული უცხოელი სპეციალისტები ადგილობრივი კადრებით. კერძოდ, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების ინჟინრებითა და პერსპექტიული სტუდენტებით. ქარხანაში სტუდენტები გაეცნენ ტექნოლოგიურ პროცესებს. კომპანიის დირექტორმა სტუდენტებს გააცნო ქარხნის პრობლემები ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციასთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოცემული პრობლემების გადაწყვეტაზე სტუდენტები იმუშავებენ საკურსო პროექტების ფარგლებში. მუშაობა დაიწყება 2019 წლის იანვრიდან. სამუშაოებთან დაკავშირებულ ფინანსურ და მატერიალურ ხარჯებს გაიღებს კომპანია.
11.12.2018

გვერდები