ENG GEO

Search form

Highlight

"თანასწორად" ესე იგი "უსამართლოდ" - იარონ ბრუკი. კახა ბენდუქიძის კამპუსში, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მოწვევით, საჯარო ლექციას ჩაატარებს "Ayn Rand"-ის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. 22 ნოემბერს, 19:00 საათზე, საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200). დასწრება თავისუფალია.
12.11.2018
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჯინერიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. რამაზ ქაცარავა დააჯილდოვეს სვანტე არენიუსის სახელობის საერთაშორისო პრიზით მოწინავე მასალების მსოფლიო ფორუმში (The 26thAnnual World Forum on Advanced Ma­terials_Polychar 26), რომელიც ჩატარდა 2018 წლის 10–13 სექტემბერს თბილისში. აღნიშნული პრესტიჟული ჯილდო პროფ. ქაცარავას წილად ხვდა ამინომჯავების საფუძველზე ბიოსამედიცინო დანიშნულების ახალი ბიოდეგრადირებადი პოლიმერების (ე.წ. „ფსევდო–პროტეინების“) შემუშავებისთვის. ამავე ღონისძიებაზე, ქიმიისა და მოლეკულური ინჯინერიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, დოქტორი თენგიზ ქანთარია დააჯილდოვეს კარლ კლეისონის სახელობის პრიზით თავისი პიონერული კვლევებისთვის ახალი პოლიმერების სინთეზში ალკინ–აზიდური საფეხურებრივი ზრდის კლიკ პოლიმერიზაციით.
04.10.2018
რიო-დე-ჟანეიროში ნიადაგმცოდნეობის 21-ე მსოფლიო კონგრესზე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე მსოფლიო ნიადაგმცოდნეობის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა საქართველოს ნიადაგმცოდნეობის ისტორიაში. კონგრესს ესწრებოდა მსოფლიოს 145 ქვეყნის 7 500 დელეგატი. ეს მისია 1924 წლიდან დღემდე წილად ხვდა სულ 92 ცნობილ მეცნიერს.
24.09.2018
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და ევროკავშირ
20.09.2018
ტრადიციულად - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები კვლავ საუკეთესოები არიან! თავისუფალი უნივერსიტეტი ისევ პირველია და რჩება უნივერსიტეტებს შორის უპირობო ლიდერად, აგრარული კი კვლავ მეორე ადგილზეა. 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტები უმაღლესი სასწავლებლებს შორის კვლავ პირველ და მეორე ადგილებს ინაწილებენ.
06.09.2018
აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ელენე ლოლიაშვილი სწავლას გერმანიაში, მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში (LMU) გააგრძელებს მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე. ელენეს ასევე შემოთავაზება ჰქონდა Friedrich Schiller University Jena-დან, თუმცა საბოლოოდ მან LMU აარჩია. სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად დაფარავს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), რომელმაც ასევე, ელენეს ორთვიანი გერმანული ენის კურსიც დაუფინანსა Göttingen-ში. ელენე სწავლას ოქტომბრიდან დაიწყებს.
31.08.2018
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტს, ათასწლეული
17.08.2018
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთიბლივი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი ზვიად კაჭარავა სწავლას გააგრძელებს ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე Polymer Material Science. ზვიადი 20 აპრილიდან 30 სექტემრამდე სამეცნიერო სტაჟირებას გადის მემბრანების მწარმოებულ კომპანია FuMaTech-ში (გერმანია), რაც საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს, მყარი სხეულების კვლევის მაქს პლანკის ინსტიტუტსა და FuMaTech-ს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. ზვიადს 2 წლის განმავლობაში DAAD სრულად დაუფინანსებს სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს.
23.07.2018
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთიბლივი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტმა ვახტანგ თედიაშვილმა მონაწილეობა მიიღო იუპაკის ეგიდით გამართულ პრესტიჟულ კონფერენციაში 17th Polymers and Organic Chemistry Conference, რომელიც გაიმართა მონპელიეში, (საფრანგეთი). ვიზიტი სრულად დაფინანსდა მაგისტრანტთა კვლევითი გრანტით (შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი), ხოლო კვლევა ჩატარდა, როგორც მაგისტრანტა კვლევითი გრანტის, ასევე ფოლკსვაგენის გრანტის „Novel polymer Electrolyte Membranes for Fuel Cell Application” (Az: 93 331) ფარგლებში. ვახტანგ თედიაშვილმა წარადგინა პოსტერი Synthesis and Characterization of Novel Poly (phenyl sulfone)s for PEMFCs.
23.07.2018
აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნო
23.07.2018

გვერდები