ENG GEO

Search form

Highlight

აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დეა გოგიშვილი სწავლას ჰოლანდიასა და შვედეთში გააგრძელებს. დეას მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტებიდან რამდენიმე შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა მან International Master in Innovative Medicine პროგრამა აირჩია. სასწავლო პროგრამის ფარგლებში დეა გოგიშვილი ერთ წელს ჰოლანდიაში, Pharmaceutical Drug Innovation - University of Groningen-ში გაატარებს, ხოლო მომდევნო წელს შვედეთში, Biomedicine - Uppsala University-ში. დეას სრულად უფინანსდება სწავლისა და ცხოვრების ხარჯები.
16.07.2018
მსოფლიო ბანკის წლიურ ანგარიშში - The Changing Nature of Work უნივერსიტეტების წარმატების მიმოხილვა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტით იწყება. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი საქართველოს ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ანგარიშში მოხვდა. თავისუფალი უნივერსიტეტი ნახსენებია, როგორც გლობალურად წარმატებული ორგანიზაცია. ციტატა მსოფლიო ბანკის ანგარიშიდან: "თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი 2007 წელს დაფუძნდა არამომგებიანი ორგანიზაციის მიერ და გახდა ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი უნივერსიტეტი საქართველოში. [...] ეს წარმატება მიღწეულ იქნა უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალით, სტუდენტებზე მორგებული სასწავლო პროგრამებითა და დისკუსიებზე დაფუძნებული პედაგოგიკით. ყოველწლიურად უნივერსიტეტი ასობით ყველაზე მაღალქულიან აბიტურიენტს იზიდავს, ხოლო კურსდამთავრებულთა 90%-ზე მეტი დასაქმებულია ან აგრძელებს განათლების მიღებას შემდგომ სასწავლო საფეხურებზე." ანგარიშს სამუშაო ვერსია უკვე გამოქვეყნებულია და შეგიძლიათ ნახოთ აქ: http://www.worldbank.org/en/publication/wdr2019
02.07.2018
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი, ლიზა კაციაშვილი Students for Liberty-ს სრულფასოვანი თანამშრომელი გახდა! ლიზამ 2016 წლის აგვისტოში დაიწყო მოხალისედ მუშაობა Georgian Students for Liberty-ში, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს სტუდენტური, ლიბერტარიანული მოძრაობის ნაწილს და რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა გავრცელებული. ლიზა პირველი ქართველია ვინც SFL-ში იმუშავებს და მისი პოზიციაა European Programs Associate. რამდენიმე თვის წინ ორგანიზაცია Students for Liberty-ს ორგანიზებით ამერიკაში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელზე დასასწრებადაც მსოფლიოს მასშტაბით 50 წევრი-ლიდერი შეირჩა. საქართველოდან კი სწორედ ლიზა და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ გოგოლაშვილი გაემგზავრნენ, სადაც მათ წლის საუკეთესო ჯგუფის ნომინაციაში გაიმარჯვეს.
27.06.2018
აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო პროგრამის სტუდენტებმა მოხსენებები გააკეთეს საქართველოს ალეგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციცაციის (საკია) მიერ ორგანიზებულ - ასთმის, ქოფდ და რესპირატორული ალერგიების საერთაშორისო ევროპულ და ალერგიის, ასთმის და იმუნოლოგიის ნაციონალურ ერთობლივ კონგრეზე. კონგრესი ჩატარდა მიმდინარე წლის 15-19 ივნისს. აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო პროგრამის სტუდენტების მოხსენებებს დაეთმო ახალგაზრდა მეცნიერთა 2 სიმპოზიუმი: 1.შედარებით და ევოლუციურ იმუნოლოგიაში, 2. სავეტერინარო იმუნოლოგიასა და იმუნოპათოლოგიაში. მეოთხე კურსელებიდან მოხსენებები წარმოადგინეს: ტატა იმნაძემ, თამარ ჩხიკვიშვილმა, ნანა გვენცაძემ; მესამე კურსელებიდან: ანა თხელიძემ, მარიამ მოხევიშვილმა, თამარ აბაშიძემ, დარეჯან თორიამ, პირველ კურსელებიდან: მერაბ ალანიამ. სტუდენტების მიერ წარმოდგენილმა მოხსენებებმა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებში. კონგრესზე აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ბ.ლასარეიშვილმა წაიკითხა გამოჩენილი უკრაინელი ონკოიმუნოლოგის, პროფესორ ნინელი ბერეჟნაიას საიუბილეო ვრცელი ლექცია: ფაგოთერაპიის იმუნოლოგიური ასპექტები. კონგრესის ბოლოს ყველა მონაწილე სტუდენტს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. მოხსენების ენა: ინგლისური და ქართული. კონგრესზე მიმდინარეობდა სინქრონული თარგმანი. კონგრესზე მოხსენებები გააკეთეს: • მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოწინავე უცხოელმა მეცნიერებმა: რუდოლფ ვალენტამ (ავსტრია), ვიქტორია გარიბმა (ავსტრია), გოვანი პასალასქუამ (იტალია), რომან ხანფერიანმა (რუსეთი), იგნაციო ანსოტეგუიმ (ესპანეთი), ანტი ლაუერმა (ფინეთი), კამან მაურიკე ჰანამ (ეგვიპტე), ელიაჰუ მაგენმა (ისრაელი), ნიკოლას ჩიორასიმ (ამერიკა), მიშელ შურინმა (აშშ), ალექსანდრე გაბიბოვმა (რუსეთი), სერგეი დეევმა (რუსეთი), სერგეი კრუსოვმა (ინგლისი), ჯონ მერფიმ (ინგლისი). • უცხოეთში მოღვაწე ქართველმა მეცნიერებმა: ნინო ფორაქიშვილი (ინგლისი), ქეთევან გენძეხაძემ (აშშ), გიორგი გურული (აშშ), რუსუდან აფციაურმა (ესპანეთი). • ცნობილმა ქართველმა მეცნიერებმა: მაია გოთუამ, ივანე ჩხაიძემ, ნინო ჭანიშვილმა, ამირან გამყრელიძემ, გიორგი კამკამიძემ და სხვებმა. აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო პროგრამის სტუდენტების მიერ გაკეთებული მოხსენებები - ევოლუციური და შედარებითი იმუნოლოგიის მიღწევები. სიმპოზიუმის თავმჯდომარეები: ნინო დიდბარიძე, ბესარიონ ლასარეიშვილი. 1. ანი თხელიძე იმუნური სისტემის ასაკობრივი თავისებურებები: პრე-და ნეონატალური იმუნიტეტი სხვადასხვა სახის ორგანიზმებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 2. მერაბ ალანია მწერების და ძუძუმწოვრების იმუნური სისტემა: მსგავსება და განსხვავებები, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 3. თამთა აბაშიძე თევზების იმუნური სისტემა და იმუნოპათოლოგიები, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი სავეტერინარო იმუნოლოგიის და იმუნოპათოლოგიის მიღწევები სიმპოზიუმის თავმჯდომარეები: ეკატერინე ღვალაძე, ბესარიონ ლასარეიშვილი, თეა ოშხერელი 1. მარიამ მოხევიშვილი, თეა ოშხერელი იმუნოთერაპია ვეტერინარიაში: მიდგომები და საშუალებები, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 2. ტატა იმნაძე, ეკატერინე ღვალაძე ცხოველეთა ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები: ლეიკემიები და ლიმფომები, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 3. ნანა გვენცაძე ცხოველების ორგანო-სპეციფიკური აუტოიმუნური დაავადებები: იმუნოპათოგენეზი, იმუნოდიაგნოსტიკა და იმუნოთერაპია, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 4. დარეჯან თორია ცხოველების სისტემური აუტოიმუნური დაავადებები: იმუნოპათოგენეზი, იმუნოდიაგნოსტიკა და იმუნოთერაპია, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 5. თამარ ჩხიკვიშვილი ცხოველების ალერგიული დაავადებები: იმუნოპათოგენეზი, იმუნოდიაგნოსტიკა და იმუნოთერაპია, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
20.06.2018
ანი ციციშვილის კიდევ ერთი წარმატება! ამერიკის ბიკრობიოლოგთა ასოციაციის ჩატარებულ კონკურსში ანის მიკრობებით შესრულებულმა ნახატმა პირველი ადგილი აიღო! აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტს მთელი მსოფლიოდან რამდენიმე ასეული კონკურენტი ჰყავდა. ანი შარშანაც მონაწილეობდა ამავე კონკურსი და მაშინ დებიუტანტმა მესამე საპრიზო ადგილი აიღო, წელს კი საკმაოდ დიდი უპირატესობით გაუსწრო მდევრებს და მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა!
25.05.2018
შაკო მძინარაშვილი: ყველაფერი აგრარული უნივერსიტეტის სარეკლამო ბუკლეტიდან დაიწყო, რომელშიც ვნახე აგრარული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები. კვების პროდუქტების ტექნოლოგიამ მიმზიდა. ჩავაბარე, სექტემბერში უკვე სწავლა დავიწყე აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგაზე. ერთერთ ლექციაზე გამიჩდა კითხვა რატომ არ შეიძლება არსებობდეს, ვაშლის ჩიფსი რომელიც ჯანსაღი ალტერნატივა იქნებოდა. იდეა გავუზიარე ლექტორს და ორ მემეგობარს, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს, თამარ შეითნიშვილის და ნონა ნონიაშვილს. ლექტორებისა და ადმინისტრაციის დახმარებით უნივერსიტეტის ბაზაზე შევქმენით პირველი პროდუქტი - ვაშლის ჩიფსები. შემდეგ მივიღეთ მონაწილეობა რამდენიმე კონკურსში, პირველი კონკურსი იყო Startup Georgia. 133 ბიზნეს იდეიდან პირველ ადგილზე გავედით, და 5 000 ლარიანი გრანტი მოვიგეთ. ამ თანხით პირველი შესაფუთი დანადგარი ვიყიდეთ და პირველი შეფუთული პროდუქტი მივიღეთ აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიაში. შემდეგ "თიეს" ფონდის საგრანტო კონკურსში გავიმარჯვეთ სადაც 10 000 ლარის გრანტი მოვიპოვეთ. გრანტის ფარგლებში უნივერსიტეტის დახმარებით ავაწყვეთ საშრობი დანდგარი. შემდეგ უფრო გავთამამდით და "სტარტაპ საქართველოს" ინოვაციური იდეების კონკურსში გავიმარჯვეთ სადაც 100 000 ლარიანი გრანტი მოვიპოვეთ. ავაშენეთ საწარმო გორის რაიონში, შევიძინეთ წარმოებისთვის საჭირო დანადგარები და ნედლეული. 2017 წლის დეკემბრიდან პრიველად გამოჩდა პროდუქტი მაღაზიებში. დღეს უკვე მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ჩვენი ვაშლის ჩიპსები. როდესაც იდეა მომივიდა პირველ კურსს ვათმთავრებდი. ფაქტობრივად, მთელი ჩემი სტუდენტობის პარალელურად ვაშლის ჩიპსების იდეას ვანვითარებდი გუნდთან ერთად და უნივერსიტეტში ნასწავლი ცოდნისა და ჩვენი შრომის შედეგად დღეს უკვე ხელში გვიჭრავს ჩვენი ჯანსაღი პროდუქტი.
23.05.2018
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტს, ათასწლეული
20.05.2018
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდა სამეცნიერო სიმპოზიუმი, რომელიც მიეძღვნა ხორბლის სელექციის საკითხებს. შვეიცარიის ფედერალური ტექნოლგიური სკოლის (ETH, ციურიხი) წარმომადგენელმა, ნავრიტ ბჰულარმა წაიკითხა მოხსენება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიწათმოქმედების ინსტიტუტისა და ETH -ს ერთობლივი პროექტის შედეგებზე, რომელიც განხორციელდა შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროგრამის Scope-ის მხარდაჭერით. სიმპოზიუმზე წარმოდგენილ სხვა მოხსენებებს შორის, აღსანიშნავია „ხორბლის ქართული ენდემური სახეობები და მათი როლი ხორბლის დომესტიკაციაში“ (მ. მოსულიშვილი, ილიას უნივერსიტეტი), „ხორბლის დაავადებების კვლევა საქართველოში“ (ზოია სიხარულიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახლობის სახელმწიფო უნივერსიტეტი), „ხორბლის სელექციის მიმართულებები საქართველოში“ (ცოტნე სამადაშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) და „ხორბლის სელექცია ფერმერთა მონაწილეობით“ (გურბირ ბჰულარი, FibL, შვეიცარია).
17.05.2018
აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი მზაღო ლობჟანიძე სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა. პროფესორს დიპლომი გადაეცა აგრარულ დარგში 2017 წლის საუკეთესო სახელმძღვანელოსთვის - "მცენარეთა დაცვა“. სახელმძღვანელო დაიწერა განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მხარდაჭერით.
25.04.2018

გვერდები