ENG GEO

Search form

სიახლეები

გია დვალმა, თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეულმა პროფესორმა, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, მორიგი საჯარო ლექცია ჩაატარა. ცნობილმა ფიზიკოსმა წარმოადგინა თემა - ფარული "ხიდები" სამყაროში. შეხვედრამ ტრადიციული ანშლაგით ჩაიარა და მას უპრეცენდენტოდ ბევრი, 700-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ლექცია სამ საათს გაგრძელდა და მიწურულს, სტუმარმა ამომწურავად უპასუხა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს.
29.09.2017
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა ორგანიზაცია - DAAD(გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური)-ის საინფორმაციო შეხვედრა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის. საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, გებჰარდ როილი შეხვდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიეტეტბის რექტორს, ვახტანგ ლეჟავას, სადაც განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. DAAD-ის წარმომადგენელმა კი გამართა პრეზენტაცია სტუდენტებთან, სადაც ისაუბრა ორგანიზაციის მისიის, სასწავლო პროგრამებისა და სტიპენდიების შესახებ და უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებს.
27.09.2017
26 სექტემბერს, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიაში დაიწყო სასწავლო პროცესი მევენახე-მეღვინის ახალ სასერტიფიკატო პროფესიულ პროგრამაზე. მევენახე-მეღვინის პროფესიული პროგრამა შემუშავებულია „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტსა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ (MCA-G) შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის ფარგლებში. პროგრამა ორიენტირებულია მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის მოთხოვნაზე და კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი ადამიანური რესურსის განვითარებაზე. პროგრამის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს აგრარული უნივერსიტეტის პარტნიორის - ვეჰენინგენის უნივერსიტეტის და მისი კვლევითი ცენტრის (Wageningen University and Research Centre) ექსპერტებმა. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც ძირითადი თეორიული საკითხების სწავლება, ასევე, პრაქტიკული სამუშაოების განხორციელება, რომლის შედეგად სტუდენტები შეიძენენ/აიმაღლებენ მევენახეობა-მეღვინეობისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან შემდეგ მოდულებს: • მევენახეობის ბიოლოგიურ-სამეურნეო საფუძვლები
 • ნიადაგი და ნიადაგის მოვლა
 • ვაზის მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლა • ვენახის გაშენება და მოვლა • ყურძნის გადამუშავება და ვინიფიკაცია • ღვინის დამუშავების ქიმიური და მიკრობიოლოგიური საფუძვლები • ღვინის მოვლა • ღვინის მარკეტინგი და ხარისხის მენეჯმენტი
 • ღვინის ტექნოლოგიური დამუშავება და ჩამოსხმა • ღვინის დეგუსტაცია
კომპიუტერული უნარები
 • საწარმოო პრაქტიკა პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტები მიიღებენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერტიფიკატს - სერტიფიცირებული მევენახე-მეღვინე (Certified Viticulturist-Oenologist). „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურის მოწყობის და ლაბორატორიების აღჭურვილობის განახლების მიზნით. სრულად განახლდა და აღიჭურვა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემია და ღვინის ტრადიციული მარანი. ასევე, თანამედროვე მოწყობილობებით აღიჭურვა მევენახეობა-მეღვინეობის 4 სასწავლო ლაბორატორია, სადაც პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ პრაქტიკული უნარები.
26.09.2017
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტს, ათასწლეულის
25.09.2017
გია დვალი - თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორი, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტი კამპუსში მორიგ საჯარო ლექციას ჩაატარებს. შეხვედრა შედგება ოთხშაბათს, 27 სექტემბერს 19:00 საათზე, კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200). თემა - ფარული "ხიდები" სამყაროში. დასწრება (ტრადიციულად) თავისუფალია.
25.09.2017
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას. კონფერენცია ჩატარდა NASA-ს (აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო, აშშ) ტყის და მიწის დაფარულობის და გლობალური დაკვირვების სისტემის - GOFC/GOLD (Global Observations of Forest and Land Cover Dynamics) პროექტის ფარგლებში. კონფერენცია მიზნად ისახავდა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, მონაცემთა გაცვლას და შესაძლებლობების გაძლიერებას ხელოვნური თანამგზავრებიდან მიღებული სპექტრალური გამოსახულების ანალიზის საფუძველზე გრძელვადიანი მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით. NASA-ს აღნიშნული პროექტი 20 წელია მიმდინარეობს და მის ფარგლებში გამართულ მსოფლიო სამიტს საქართველომ პირველად უმასპინძლა.
18.09.2017
აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა რამაზ ქაცარავამ გაიმარჯვა შრესფ-ის კონკურსში "წლის საუკეთესო მეცნიერი". უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს რამაზ ქაცარავას ამ გამარჯვებას.
17.09.2017
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთობლივი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს. დისერტაცია დაიცვა და მაგისტრანტის ხარისხი მიენიჭა ნანა ხუსკივაძეს, რომელიც საბაკალავრო განათლებით ხელოვნებათმცოდნეა და საბუნებისმეტყველო სამაგისტრო პროგრამაზე ორი წლის წინ, პირველივე მიღებაზე გამოცხადების პირველივე წელს ჩააბარა. კვლევის სათაური: მიკროორგანიზმებისა და ბიოლოგიური წარმოშობის ზედაპირულად აქტიური ნაერთების გამოყენებით ჟელატინით დაზიანებული ხელოვნების ნიმუშების წმენდის ახალი მეთოდის შემუშავება სამეცნიერო ხელმძღვანელი: კახა დიდებულიძე, ასოცირებული პროფესორი კონსულტანტი: პროფ. გია ხატისაშვილი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი აბსტრაქტი: სამაგისტრო კვლევა ეხებოდა ხელოვნების ნიმუშების წმენდის მეთოდის შემუშავებას, რომელიც განხორციელდა ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესიის ჩამოხსნილი კედლის მხატვრობის მაგალითზე მისი არსებული მდგომარეობისა და პრობლემებიდან გამომდინარე. მეთოდი ითვალისწინებს ბიოლოგიური და ქიმიური წმენდის გაერთიანებას და გულისხმობს გასაწმენდი ხელოვნების ნიმუშიდან გამოყოფილი მიკროორგანიზმებისა და ენდემური წარმოშობის საპნის ხიდან გამოყოფილი საპონინების გამოყენებას წმენდისთვის. კვლევა განხორციელდა აგრარული უნივერსიტეტის წყლის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამაგისტრო გრანტის ფარგლებში. 2010-2011 წლებში ლიხაურის კედლის მხატვრობის კვლევა და რესტავრაციის მეთოდის შემუშავება ერთი ფრაგმენტის მაგალითზე განხორციელდა საფრანგეთის ეროვნული მემკვიდრეობის ინსტიტუტში (INP - Institut National du Patrimoine).
13.09.2017
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და ჩეხეთის ბრნოს მენდელის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტების ხელშეწყობით, ჩეხეთის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული ერთობლივი პროექტის "Promoting the Forestry Education and Sharing Practical Experience by Czech Experts for Agricultural University of Georgia" ფარგლებში განხორციელდა პროექტის პირველი ეტაპის პრაქტიკული სწავლება-ტრენინგი, "საზაფხულო სკოლა მეტყევეობაში“.
11.09.2017
აგრარული უნივერსიტეტის სატყეო საქმის მიმართულების სტუდენტი ნიკა მარსაგიშვილი გაეროს ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის ფარგლებში 15 სექტემბრიდან დეკემბრის ბოლომდე მიწვეულია ჟენევაში, გაერთიანებულ ერების ევროპის ეკონომიკურ კომიტეტში (UNECE) და იმუშავებს ტყის მონიტორინგის, მართვისა და პოლიტიკის სფეროში. ნიკა ასევე ჩაერთვება პროექტში - "კავკასიისა და ცენტრალური აზიის მდგრადი ტყის მართვის ანგარიშვალდებულების სისტემები", რომელიც, ხორციელდება გაეროს განვითარების ანგარიშის მხარდაჭერით.
11.09.2017

გვერდები