ENG GEO

Search form

Highlight

აგრარული უნივერსიტეტის პროფესორის, მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის მეცნიერის, ია ფიფიას ინტერვიუ გამოქვეყნდა გამოცემაში "Profiles of Women Scientists in Asia: Their inspirational stories", რომლიც აერთიანებს AASSA-ის წევრი ქვეყნების მიერ ნომინირებული 50 წარმატებული მეცნიერი ქალის ინტერვიუს. გამოცემა მიზნად ისახავს მეცნიერი ქალების წახალისებას მათი წარმოჩენით და მომზადებულია აზიის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებების ასოციაციის Association of Academies and Societies of Sciences in Asia (AASSA) სპეციალურმა კომიტეტის „ქალები მეცნიერებასა და ინჟინერიაში"/SpecialCommittie for Women in Science and Engineering (WISE) მიერ. WISE-ის კომიტეტს წევრია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიკოსი - თინათინ სადუნიშვილი.
18.02.2019
1-5 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გაიმართება მსოფლიოს სამეცნიერო ჟურნალისტების კონფერენცია (https://www.wcsj2019.eu/), რომელშიც აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტი, დავით კეკენაძეც მიიღებს მონაწილეობას. დავითი მოვხვდა მსოფლიოს მასშტაბით იმ 100 შერჩეულ კანდიდატში, რომელსაც კონფერენციაზე სტუმრობა სრულად დაუფინანსეს. კონფერენციის სპიკერებს შორის არიან ისეთი ცნობილი ორგანიზაციების, ინსტიტუტებისა და გამოცემების წარმომადგენლები, როგორიც არის New York Times, The Economist, Nature, MIT, National Geographic Society, CERN, UNESCO და სხვები. კონფერენციის ფარგლებში დავით კეკენაძე დაესწრება ვორქშოფებს, ეწვევა CERN-ს, ნახავს დიდ ადრონულ კოლაიდერს და გაიცნობს სამეცნიერო ჟურნალისტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. დავითი ასევე სამეცნიერო სტატიებს წერს On.ge-სთვის.
10.02.2019
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი სოფიო კობაური მიწვეული იყო საერთაშორისო კონფერენციებზე „20th International Conference on Nanotechnology Materials and Applications“ და „International Conference on Biomedical Engineering and Technology” პარიზსა და ნიუ იორკში. ვიზიტი დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ერთობლივი გრანტით. პარიზში სოფიო კობაურმა წარადგინა ზეპირი მოხსენება სათაურით: „Drug Delivery Nano-Containers Based on Pseudo-Proteins”. მოხსენება ეხებოდა კათიონური ფსევდო-პროტეინების საფუძველზე მიღბული დადებითი მუხტის მატარებელი წამლის მიმწოდებელი ნანო-კონტეინერების მიღებასა და კვლევას. ნიუ-იორკში კი წარადგინა ზეპირი მოხსენება სათაურით: “Nanocarriers Made of Amino Acid Based Biodegradable Polymers: Poly(Ester Amide) and Related Cationic and PEGylating Polymers”. მოხსენება ეხებოდა რეგულარული პოლიესტერამიდის, კათონური პოლიესტერამიდისა და სავარცხლის-მსგავსი თანა-პოლიესტერამიდის საფუძველზე სხვადასხვა ტიპის, მათ შორის პეგ-ილირებული ბიოსამედიცინო დანიშნულების ნანონაწილაკების მიღებას და კვლევას. ორივე კონფერენციაზე სოფიო კობაური დაჯილდოვდა „საუკეთესო პრეზენტაციის ჯილდოთი“ ("Best Presentation Award").
07.02.2019
28 დეკემბერს კახა ბენდუქიძის კამპუსს თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორი გია დვალი ეწვია და ტრადიციული საჯარო ლექცია ჩაატარა. ამჯერად ლექციის თემა იყო - „მოაზროვნე“ ადრეული სამყარო. როგორც ყოველთვის, შეხვედრამ სრული ანშლაგით ჩაიარა.
31.12.2018
ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებმა გურამ გელხაურმა, მიხეილ ჭოლოკავამ და გივი დოლიძემ შექმნეს პირველი ქართული სამაგიდო თამაშების მწარმოებელი კომპანია. გუნდი რამდენიმე თვეა ამზადებს ახალ თამაშს სავარაუდოდ სახელით Game of Deities. წორედ ამ თამაშით მოიგო გუნდმა Kick Challenge, რომლის დახმარებითაც კომპანია Kickstarter-ზე წარმართავს სწორ კამპანიას რაც წარმატების შანსებს კიდევ უფრო ზრდის.
26.12.2018
კახა ბენდუქიძის კამპუსში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის "საქართველოს ტყეებში დეპონირებული ნახშირბადის მარაგების შეფასება, კონვერსიული კოეფიციენტების დადგენა" საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნა როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონების მიხედვით მუხის, რცხილის, წაბლის და მურყანითგაბატონებულ ტყეებში საერთო და მათი ცალკეული ფრაქციების (ღერი, ტოტი, წიწვი, ფესვი) ფიტომასა და ნახშირბადის მარაგები ხნოვანების ჯგუფების მიხედვით (ახალგაზრდა, შუახნოვანი, მომწიფარი, მწიფე და მწიფეზე უხნესი). გარდა ამისა, განსაზღვრული იქნა ქვეტყისა და მოზარდის, ტყის ცოცხალი და მკვდარი საფრის, ფესვთა სისტემის ბიომასა და ატმოსფერული ნახშირბადის მარაგები, ნიადაგში ჰუმუსისა და ნახშირბადის მარაგები. დადგენილ იქნა ოთხივე სახეობის ტყის ეკოსისტემებში ბიომასისა და დეპონირებული ნახშირბადის მარაგების წლიური ნამატის მაჩვენებლები, ოთხივე სახეობისათვის კონვერსიული კოეფიციენტები კორომის ფრაქციებისა და ხნოვანების ჯგუფებისათვის.
26.12.2018
აგრარული უნივერსიტეტის ენტომოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ჯაფოშვილი არჩეულია ენტომოლოგიის 27-ე საერთაშორისო კონგრესის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს წევრად. კონგრესი, რომელიც ჩატარდება 2024 წელს კიოტოში, (იაპონია), მსოფლიოს ენტომოლოგთა ყველაზე დიდი შეკრებაა. გასულ კონგრესზე მონაწილეობა მიიღო 102 ქვეყნის 6682-მა ენტომოლოგმა.
19.12.2018
კახა ბენდუქიძის კამპუსში, თავისუფალი და აგრარულ
14.12.2018
კახა ბენდუქიძის კამპუსში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის "Beauveria bassiana" ("Bb007"-ის მასობრივი გამრავლების ტექნოლოგიის დამუშავება მავნე მწერების კონტროლისათვის საქართველოში", შიფრი 216766) პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას დაესწრო ვლადიმერ გული, ვერმონტის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ.
13.12.2018
5 დეკემბერს კახა ბენდუქიძის კამპუსში რიგით მეათ
12.12.2018

გვერდები