ENG GEO

Search form

სიახლეები

აგრარული უნივერსიტეტის მხარდაჭერით მყარი სხეულების კვლევის მაქს პლანკის ინსტიტუტთან ერთად ჩატარებული კვლევისთვის, უნივერსიტეტის რექტორმა ვატო ლეჟავამ აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის მიმართულების სტუდენტ ზვიად კაჭარავას გადასცა სერთიფიკატი და გერმანული მხარის მიერ დაწესებული ფულადი პრემია. კვლევა ეხებოდა საწვავი ელემენტებისათვის (Fuel Cell), რომელიც წარმოადგენს ალტერნატიული ენერგიის წყაროს, პოლიმერელექტროლიტური მემბრანების განვითარებას. კვლევა ჩატარდა ქიმიის მიმართულების ასოც. პროფ. გიორგი ტიტვინიძის ჯგუფში. ზვიად კაჭარავამ წარმატებით მოახდინა ერთ-ერთი პერსპექტიული მასალის (პოლისულფონი s360) სინთეზის ოპტიმიზაცია, რამაც ახალი ბიძგი მისცა ამ მიმართულებით კვლევების გააქტიურებას. ამ მსოფლიო მნიშვნელობის კვლევაში აგრარული უნივერსიტეტიც აქტიურად იქნება ჩართული. აღსანიშნავია, რომ მოცემული სამუშაო შევიდა ზვიადის სენიორ პროექტშიც და უახლოეს მომავალში ამ მასალაზე მომზადდება პუბლიკაცია. ზვიად კაჭარავა აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას, მაგისტრატურის პერიოდში მოხდება მისი მივლინება მყარი სხეულების კვლევის მაქს პლანკის ინსტიტუტში (შტუტგარტი, გერმანია), ხარჯებს აანაზღაურებს გერმანული მხარე.
09.08.2017
აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგიის პროგრამის სტუდენტი სოფო კურტანიძე სწავლას იტალიაში, პადოვას უნივერსიტეტში გააგრძელებს. სოფო "Biotechnologies for Food Science" სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის და მას იტალიის მთვრობა სრული სტიპენდიით უზრუნველყოფს.
06.08.2017
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ერასმუს + პროგრამას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის ოთხ სტუდენტს: ნათია ბებოშვილს, დეა ფურცელაძეს, გაიოზ აბზიანიძესა და შოთა ნატროშვილს 9 თვით სწავლა დაუფინანსდათ გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში, (http://www.hs-geisenheim.de/en/homepage.html გერმანია). პროგრამა სრულად ანაზღაურებს მგზავრობის, ცხოვრებისა და სწავლების ხარჯებს. ვულოცავთ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს და ვუსურვებთ წარმატებებს!
02.08.2017
აგრარული უნივერსიტეტის კიდევ სამი სტუდენტი იტალიაში ისწავლის. აგრარულ უნივერსიტეტსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის აგრონომიის და ვეტერინარია-მეცხოველეობის სამ სტუდენტს: თეკლა გურგენიძეს, ზურაბ რურუას და აიდა სუჯიანს შემოდგომის სემესტრში სწავლა დაუფინანსდებათ პადოვას უნივერსიტეტში, იტალიაში. პროგრამა სრულად ანაზღაურებს მგზავრობის, ცხოვრებისა და სწავლების ხარჯებს. პროგრამის ფარგლებში მონაწილე სტუდენტები სპეციალობის გარდა, ბონუსად შეისწავლიან იტალიურ ენას.
25.07.2017
აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტი მივლინებული იქნება ავსტრიაში ორჯრ (პროექტის დასაწყისში და ბოლოს) 6-6 თვიანი კურსის გასავლელად, სადაც ავსტრიელ პროფესორთან ერთად შეიმუშავებს ჯანმრთელი თესლის ინტეგრირებულ მიდგომებს. ავსტრიაში ვიზიტებს შორის პერიოდში დოქტორანტი პრაქტიკულ კვლევებს გააგრძელებს საქართველოში. დოქტორანტის პროექტთან დაკავშირებულ ხარჯებს როგორც ავსტრიაში, ასევე საქართველოში დაფარავს პროექტის ბიუჯეტი.
22.07.2017
აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინ
21.07.2017
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-მკვლევარინინო ზავრადაშვილი რვა თვით, იაპონიის ქალაქ საპოროში გაემგზავრება. ნინო ამ ხნის განმავლობაში იმუშავებს ჰოკაიდოს უნივერსიტეტში, მაკრომოლეკულურ მეცნიერებათა განყოფილების კატალიზის ინსტიტუტში (ICAT) პოსტ-დოკის პოზიციაზე პროფესპორ ტამაკი ნაკანოს ხელმძღვანელობით. ჰოკაიდოს უნივერსიტეტში ნინო ზავრადაშვილი დაასინთეზებს და შეისწავლის ახალი ტიპის, ე.წ. "ჰიბრიდულ" კატიონურ პოლიმერებს ამინომჟავა არგინინისა და ბიოგენური ტეტრაამინის - სპერმინის საფუძველზე. აღნიშნული სამუშაოს მიზანია, უკვე შესწავლილი, ე.წ. "მშობელი" პოლიმერების დადებითი თვისებების შერწყმით მიღებულ იქნას ახალი, "ჰიბრიდული" პოლიკატიონები გაუმჯობესებული თვისებებით, კერძოდ, წყალში ხსნადი, მაღალმოლეკულური პოლიმერები გაზრდილი ციტოშეთავსებადობით და ტრანსფექციული აქტივობით. ასეთი სახის პოლიკატიონები გამიზნულია მრავალფუნქციური სამედიცინო დანიშნულებისთვის როგორც გენის ტრანსფექციის და ანტიმიკრობულ, ასევე ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო აგენტებად. გარდა ამისა, მათ საფუძველზე შეიძლება მიღებულ იქნას როგორც ბიოსამედიცინო, ასევე ტექნიკური დანიშნულების ბიოდეგრადირებადი ჰიდროგელები.
21.07.2017
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალმა "Annals of Agrarian Science" (აგრარული მეცნიერების მაცნე), რომელიც 2016 წლიდან ჩართულია "ელსევიერის" უმსხვილეს საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში, მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ჟურნალის ავტორების პუბლიკაციების თარგმნით და გამოქვეყნებით დაინტერესდა ჩინური სამეცნიერო საგამომცემლო სახლი Universe Scientific Publishing Pte, რომელიც 2011 წლიდან ჩინეთის განათლების სამინისტროსა და ვისდომის საინჟინრო ასოაციაციასთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს სხვადასხვა პროფილის სამეცნიერო აკადემიური ჟურნალების გამოცემას. თარგმნაზე შემოთავაზება მიიღეს აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომლებმა: რევაზ მახარობლიძემ, იგორ ლაგვილავამ, ბეჟან ბასილაშვილმა, თენგიზ ურუშაძემ, თამარ ქვრივიშვილმა და გიული წერეთელმა. უკანასკნელი წელიწადნახევრის მანძილზე "Annals of Agrarian Science"-ში გამოქვეყნებული სტატიების ავტორებმა 150-მდე მოწვევა მიიღეს სხვადასხვა სამეცნიერო კვორუმებში, კონფერენციებსა და კონგრესებში მონაწილეობაზე, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ჟურნალის საერთაშორისო აღიარებაზე.
21.07.2017
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცხოველეობისა და საკვებწარმოების ინსტიტუტის მეცნიერების სტატია “Alteration of white-rot basidiomycetes cellulase and xylanase activities in the submerged co-cultivation and optimization of enzyme production by Irpex lacteus and Schizophyllum commune” გამოქვეყნდა გამომცემლობის ELSEVIER-ის ჟურნალში Bioresource Technology (იმპაქტ ფაქტორი 6.1). სტატია მუშაობდნენ: ეკა მეტრეველი, ევა ქაჩლიშვილი, ვლადიმერ ელისაშვილი.
17.07.2017

გვერდები