22 დეკემბერს გაცნობითი პროგრამა ჩატარდა კამპუსში

15 იანვარი 2024

2023 წლის 22 დეკემბერს კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა გაცნობითი პროგრამა. 400-მდე მოსწავლე ესტუმრა კახა ბენდუქიძის კამპუსს და აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების პროგრამების შესახებ მიიღო დეტალური ინფორმაცია.

შემოდგომის განმავლობაში აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების მიერ ჩატარდა 4 გაცნობითი პროგრამა, რომელსაც 2 000-ზე მეტი აბიტურიენტი ესტუმრა.

გაცნობითი პროგრამების ფარგლებში აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ესტუმრონ კამპუსს, გაეცნონ მათთვის საინტერესო პროგრამებს, სასწავლო გარემოს, უნივერსიტეტში მიღების პირობებს, გაესაუბრონ მომავალ ლექტორებს, დაესწრონ მათთვის სასურველ ლექციებს და მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.

15 01 F1 15 01 F2 15 01 F3 15 01 F4