აგრარული უნივერსიტეტის მორიგი სამეცნიერო წარმატება
01 ივნისი 2015
29-31 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ამავე უნივერსიტეტის და ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული მე-3 საერთაშორისო კონფერენცია „ფარმაცევტული მეცნიერების“ შესახებ.
კონფერენციაში ქართველ მკვლევარებთან ერთად მონაწილეობდა 14 ქვეყნის მეცნიერი. მათ შორის საფრანგეთის, ავსტრიის, საბერძნეთის, სამხრეთ-აფრიკის, პოლონეთის, რუსეთის, ირანის და სხვ. ქვეყნის წარმომადგენლები.
უცხოელი მეცნიერებით დაკომპლექტდა სპეციალური კომისია, რომელმაც გამოავლინა წარმოდგენილი 78 პოსტერიდან 3 საუკეთესო. მათ შორის მე-2 ადგილი დაიკავა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფის პოსტერმა: მარინა ბეჟუაშვილი (სამეცნიერო ხელმძღვანელი), მაგდა სურგულაძე (დოქტორანტი) პაატა ვაშაკიძე (კვების პროდუქტების ტექნოლოგიის მაგისტრანტი).