აგრარული უნივერსიტეტის პროფესორის მოხსენება საერთაშორისო კონფერენციაზე
29 ივნისი 2017
21-25 ივნისს ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში ევროკავშირის ეგიდით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონგრესი თემაზე "მანქანები სოფლის მეურნეობაში", რომელშიაც მონაწილეობდა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის 100-ზე მეტი მეცნიერი და დოქტორანტი. მათ შორის 4 აკადემიკოსი, 60 პროფესორი, 30 დოქტორანტი და მეცნიერ-თანამშრომელი.
საქართველოს წარმოადგენდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი - ჯემალ კაციტაძე და დოქტორანტი გიორგი ქუთელია.
ჯემალ კაციტაძემ წარადგინა სამეცნიერო მოხსენება - "Improving the reliability of agricultural machinery, using the method of restoration of parts under submerged arc welding, and its technical and economic evaluation."
საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შერჩეულ იქნა სამი საუკეთესო ნაშრომი, რომლებსაც გადაეცათ პირველი ხარისხი დიპლომები და მათ შორის პირველი იყო ჯემალ კაციტაძის მოხსენება, რომელიც დაიბეჭდა მაღალი იმფაქტ-ფაქტორისმქონე ჟურნალში MTM.