ალტერსოქსი კამპუსში
30 მაისი 2016
30 მაისს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს პროექტის ფარგლებში "მარკეტინგის მენეჯერები სტუმრად კამპუსში" ეწვივნენ ახალი ქართული ბრენდის - ალტერსოქსის დამფუძნებლები - ნინა მენთეშაშვილი და რეზი ბესელაშვილი.
ბრენდის წარმომადგენლებმა აუდიტორიას გააცნეს საკუთარი პროდუქტი - ორიგინალური და სახალისო წინდები, ისაუბრეს ბიზნეს-იდეასა და მის განვითარებაზე, მარკეტინგულ სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის მეორე ნახევარი დისკუსიას დაეთმო.
შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტები: ნინა აბდუშელიშვილი, ქეთი რევია, გიორგი ჯიჯიშვილი და საბა ბრეგვაძე.
პროექტის ხელმძღანელია აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი - მარიამ ლეჟავა.