ატმისა და გარგარის წარმოების შესახებ ტრენინგი
01 აგვისტო 2024
კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "ატმისა და გარგარის სხვლა-ფორმირება, მწვანე ოპერაციები, ნაყოფის დანორმება და ხილის მდგრადი წარმოება."
ტრენინგი განკუთვნილი იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის და აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის.
ტრენინგმა მოიცვა ისეთი საკითხები, როგორიცაა:
- ატმის და გარგარის ინტენსიური ბაღების სხვლა-ფორმირება
- ატმის და გარგარის ნაყოფის, მდგრადი წარმოება: როგორ ვაწარმოოთ მძლავრი ხე, ნაკლებად მოწყვლადი მავნებლების და დაავადებების მიმართ, ვმართოთ წყლის და სასუქის მიწოდება.
ტრენინგი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. ტრენინგის თეორიული ნაწილი ჩატარდა კახა ბენდუქიძის კამპუსის ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ხოლო პრაქტიკული მეცადინეობა კი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მუხრანის საცდელ ბაზაზე.
ტრენინგის ორგანიზატორები და მხარდამჭერები იყვნენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის, ENPARD IV ის ფარგლებში და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი.
ტრენინგი ჩაატარა FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტმა მეხილეობის დარგში პროფესორმა დავიდე ნერიმ, რომელსაც აქვს მრავალწლიანი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება და ასევე, არის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იტალიაში, მარკეს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. უფრო ვრცლად მის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ მოცემულ ვებ-გვერდებზე: https://www.researchgate.net/ და https://www.univpm.it/Entra/.
მსგავსი სიახლეები
07 ოქტომბერი 2024
აგროფორუმი 2024
30 ივლისი 2024
იაპონიის ელჩის ლექცია საქართველოს კულინარიის აკადემიაში
17 ივლისი 2024
ვეტერინარიუმს წავი ესტუმრა
15 ივლისი 2024
ნათია რობაქიძე გაივლის საერთაშორისო პროგრამას გულის ექოსკოპიაში
11 ივლისი 2024