ახალგაზრდა მეტყევე მეცნიერის წარმატება
10 ოქტომბერი 2017
აგრარული უნივერსიტეტის სატყეო მიმართულების მაგისტრანტმა და ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერმა ლადო ბასილიძემ, რომელიც ამავდროულად მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში - „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო (RCDA)”, ტყის არამერქნული რესურსების სპეციალისტის პოზიციაზე, ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის (ENPARD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, დაამუშავა და გამოსცა პრაქტიკული სახელმძღვანელო ბროშურა: "ტყის არამერქნული პროდუქტებიდან შემოსავლების მიღების შესაძლებლობები".
პუბლიკაცია წარმოადგენს სასოფლო თემებისთვის და სხვა დაინტერესებული საზოგადოებისთვის ტყის არამერქნული პროდუქტების საშუალებით დამატებითი შემოსავლის მიღების გზამკვლევს. მასში განხილულია ტყის ძირთადი ხილ-კენკროვანი არამერქნული პროდუქტების ბოტანიკური მახასიათებლები, გეოგრაფიული გავრცელება და მათი კომერციული გამოყენების შესაძლებლობები.