დისკუსია - მცოცავი ოკუპაცია
20 აპრილი 2016
კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში, კამპუსში გაიმართა საჯარო დისკუსია მცოცავი ოკუპაციის შესახებ.
სპიკერები იყვნენ ელენე ხოშტარია, თამარ თომაშვილი, ლევან რამიშვილი და დავით ბერიტაშვილი.
დავით ბერიტაშვილმა ისაუბრა არსებულ მდგომარეობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მიმოიხილა ამ ზონაში ადგილზე და ასევე კოსმოსიდან გადაღებული ფოტოები.
ელენე ხოშტარიამ ისაუბრა მცოცავ ოკუპაციაზე პოლიტიკურ ჭრილში.
თამარ თომაშვილმა ისაუბრა სამართლებრივ მექანიზმებზე, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული ოკუპაციის წინააღმდეგ.
ლევან რამიშვილმა კი მიმოიხილა დამოუკიდებლობის დაკარგვის სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივ-პოლიტიკური მიზეზები.
კახა ბენდუქიძის კვირეული ტარდება 18-დან 23 აპრილის ჩათვლით.
ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.