დობის ისტორია

30 ნოემბერი 2025

4 თვის იტალიურ გრეიჰაუნდს, სახელად დობის, ვეტერინარიუმში დაუდგინდა სხივ-იდაყვის მოტეხილობა (22A2 ტიპი).

მას ჩაუტარდა წინასაოპერაციო გამოკვლევები:

  • გულის ულტრასონოგრაფია
  • სისხლის საერთო (მორფოლოგიით), ბიოქიმიური და ელექტროლიტული ანალიზები
  • კომპიუტერული ტომოგრაფია

პაციენტს გაუკეთდა მეტალოოსტეოსინთეზი ბლოკირებული ტიტანის T-ფორმის ფირფიტით. ოპერაცია ჩატარდა ვეტერინარიის მაგისტრისა და ვეტერინარიუმის ქირურგიული განყოფილების უფროსის, ლაშა-გიორგი ჯაფარიძის მიერ, ხოლო ანესთეზიის პროცესს მართავდა ნათია რობაქიძე. ქირურგს ასისტენტობას უწევდა აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის პროგრამის მაგისტრანტი ლუკა ღლონტი.

დობის რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

Dobi 1 Dobi 2 Dobi 3