ელენე ლოლიაშვილი სწავლას გერმანიაში გააგრძელებს
31 აგვისტო 2018
აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ელენე ლოლიაშვილი სწავლას გერმანიაში, მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში (LMU) გააგრძელებს მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე.
ელენეს ასევე შემოთავაზება ჰქონდა Friedrich Schiller University Jena-დან, თუმცა საბოლოოდ მან LMU აარჩია.
სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად დაფარავს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), რომელმაც ასევე, ელენეს ორთვიანი გერმანული ენის კურსიც დაუფინანსა Göttingen-ში.
ელენე სწავლას ოქტომბრიდან დაიწყებს.