Estonian University of Life Science-ის წარმომადგენლებმა ტრენინგი ჩაატარეს
10 ოქტომბერი 2024
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის ლექტორებს ჩაუტარდათ პრაქტიკული ტრენინგები სწავლისა და სწავლების შემდეგ მეთოდებში:
- Objective Structured Clinical Examination (OSCE)
- Objective Structured Practical Examination (OSPE)
- Problem Based Learning (PBL)
- Case Based Learning (CBL)
ტრენინგი ჩაატარეს Estonian University of Life Science-ის ვეტერინარული ფაკულტეტის წარმომადგენლებმა. ტრენინგის ხანგრძლივობა შეადგენდა 4 დღეს და მოიცავდა პრაქტიკულ მეცადინეობებს, რომლის ფარგლებშიც ტრენერებმა მსმენელებს გაუზიარეს თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება ვეტერინარიის დარგში აღნიშნული მეთოდების გამოყენების შესახებ.
სწავლების მეთოდების შესახებ კომპლექსური ტრენინგის ჩატარება შესაძლებელი გახდა USDA-ისა და Land O’Lakes Venture37-ის მხარდაჭერითა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის თანადაფინანსებითა და ორგანიზებით.
მსგავსი სიახლეები
13 იანვარი 2026
აქციას მიუსაფარი ფისოებისათვის
09 იანვარი 2026
ლოკის რთული კლინიკური შემთხვევა წარმატებული შედეგით
08 იანვარი 2026
რა გაკეთდა ვეტერინარიუმში ბოლო 2 წლის განმავლობაში
22 დეკემბერი 2025
ლაშა-გიორგი ჯაფარიძე უხელმძღვანელებს ვეტერინარიუმის მიმართულებებს
19 დეკემბერი 2025