26-30 ივნისს თბილისში GGSB Lectures - გერმანელი პროფესორების ლექციები ჩატარდა

06 ივლისი 2023

26-30 ივნისს თბილისში ჩატარდა GGSB Lectures (German Georgian Science Bridge) - გერმანელი პროფესორების ლექციები და საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტების პრეზენტაციები, რომლის მიზანი იყო საუკეთესო სტუდენტების შერჩევა გერმანიაში 1-თვიანი სტაჟირებისთვის.

27 და 29 ივნისს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარებულ სესიაზე გერმანიის მხრიდან მონაწილეობდნენ:

• დრეზდენ-როსენდორფის კვლევითი ცენტრიდან (HZDR) Prof. Peter Kaever და Sandra Hamann - ელექტრონული ინჟინერია
• იულიხის კვლევითი ცენტრიდან (FZJ) Prof. Stefan van Vaasen - ელექტრონული ინჟინერია (ZEA-2), Prof. Harald Gluckler - მექანიკის ინჟინერია (ZEA-1), Prof. Bernd Neumaier - ბირთვული ქიმია (INM-5).

სტუდენტური კვლევების პრეზენტაციები გააკეთეს ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის 7-მა სტუდენტმა, მექანიკის ინჟინერიის პროგრამის 4-მა სტუდენტმა და ქიმიის პროგრამის 4-მა სტუდენტმა.

მათგან 1-თვიანი სტაჟირებისთვის შეარჩიეს 7 სტუდენტი:

• იულიხის ZEA-2 -ში ვიზიტისთვის ნუკა ათაბეგაშვილი, გიორგი კვირკვია და გიორგი მაისურაძე
• დრეზდენ-როსენდორფის ცენტრში ვიზიტისთვის ვაჟა ფურცელაძე და ნოდარ ვაშაყმაძე
• იულიხის ZEA-1 -ში ვიზიტისთვის ლაშა ლომსაძე
• იულიხის INM-5 -ში ვიზიტისთვის ელიზაბეტ შახნაზაროვი

სტაჟირებები განხორციელდება 2023 წლის შემოდგომაზე.

GGSB Lectures