იტალიელი შეფის კულინარიული მასტერკლასი
07 დეკემბერი 2021
საქართველოს კულინარიის აკადემიაში მასტერკლასი ჩაატარა იტალიელმა შეფმა, მატეო სივერომ. ის არის მიშლენის ვარსკვლავით დაჯილდოვებული ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი შეფ-მზარეული.
მასტერკლასი ჩატარდა საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში.
მასტერკლასს დაესწრო იტალიის ელჩი საქართველოში, ენრიკო ვალვო. ელჩმა ასევე დაათვალიერა კახა ბენდუქიძის კამპუსის ლაბორატორიები, მუზეუმი, ღვინის აკადემია და ენოთეკა.