კამპუსმა ნიადაგმცოდნეობაში მეორე რესპუბლიკურ ოლიმპიადას უმასპინძლა
30 ივნისი 2014
27 ივლისს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის (დირექტორი - აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე) ინიციატივით ჩატარდა მეორე რესპუბლიკური კონფერენცია ნიადაგმცოდნეობაში.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აგრარული უნივერსიტეტის და მის შემადგენლობაში შემავალი ინსტიტუტების (მიხეილს საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის, ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის, რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტის), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის, ილიას, გორის სახელმწიფო-სასწავლო, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის, საქართველოს ტექნიკური (წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, საწარმოო ძალების და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი) სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებმა, დოქტორანტებმა და მაგისტრანტებმა. კონფერენციაზე განხილულ იქნა თანამედროვე ნიადაგმცოდნეობის აქტუალური საკითხები და დარგის შემდგომი განვითარების გზები.
უნივერსიტეტის რექტორმა, ლაშა გოცირიძემ, სპეციალური სერტიფიკატებით დააჯილდოვა კონფერენციის მონაწილეები.