კამპუსში გოგი მელიქიძის საჯარო ლექცია ჩატარდა
13 თებერვალი 2016
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა პოლონეთის ზიელონა გორას უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსის, პროფესორის, გოგი მელიქიძის საჯარო ლექცია - "ამოუცნობი რადიო სიგნალებიდან გალაქტიკურ შუქურებამდე."
1967 წელს დაფიქსირებულმა საიდუმლოებით მოცულმა რადიო სიგნალებმა თავის დროზე საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ხოლო შემდგომში აღმოჩნდა, რომ ნეიტრონული ვარსკვლავები, რომლების ამ ტალღებს ასხივებდა, ამოუწურავი ინფორმაციის მატარებელი კოსმოსური ლაბორატორიები იყო.
მოწვეულმა სპიკერმა შეხვედრაზე ისაუბრა იმ ფიზიკურ პროცესებზე, რომელიც ამ, ერთი შეხედვით მკვდარი ვარსკვლავების მეორე სიცოცხლეს განაპირობებს და იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება ვისწავლოთ ამ ვარსკვლავებზე დაკვირვების შედეგად.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.