კულინარიის აკადემიაში ღია კარის დღე ჩატარდა

05 მარტი 2024

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიამ კერძო სექტორთან პარტნიორობით განაახლა საკონდიტრო პროგრამა და დაემატა ისეთი საგნები, როგორიცაა:

- ქიმიის საფუძვლები

- მიკრობიოლოგიის საფუძვლები

- ჰიგიენის ნორმები

- HACCP-ის სისტემა

დაინტერესებული პირებისათვის განახლებული პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაზიარებლად 7 თებერვალს ღია კარის დღე ჩატარდა კახა ბენდუქიძის კამპუსში.

ღია კარის ფარგლებში მსურველებს მიეწოდათ ინფორმაცია პროგრამის, საგნების, განრიგის, სასწავლო გარემოს და მიღების პირობების შესახებ.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის მიერ გაწეული დახმარების შედეგად, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.

1 (1) 2 3 (1) 4 (1)