კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული რესტორანი P.A.M. CLUB-ის შეფი გახდა
07 ივლისი 2015
საქართველოს კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული, ირკა ქელეხსაშვილი რესტორანი P.A.M. CLUB-ის შეფ-მზარეული გახდა. მის ფუნქციებშია რესტორნის სამზარეულოს მართვა, კერძების შექმნა-მომზადება, მენიუს შემუშავება, დამხმარე მზარეულების მენეჯმენტი.
ირკა მანამდე მუშაობდა: კაფე-რესტორანი Terrace-ს მზარეულად, Fitcafe-ს შეფ-მზარეულად, Lisi Lounge-ის შეფ-მზარეულად, რესტორანი TIMES-ის შეფ-მზარეულად და Hotel Coste-ს რესტორნის მზარეულად.
ირკა არის კულინარიის აკადემიისა და ტაბულას ერთობლივი კულინარიული შოუს "რესტორანის" გამარჯვებული.
მან კულინარიის აკადემიის მზარეულის პროგრამა გაიარა.