კულინარიის აკადემიის მზარეულის პროფესიული პროგრამა მოიცავს საგანს ღვინის დეგუსტაცია

01 დეკემბერი 2025

საქართველოს კულინარიის აკადემიის მზარეულის პროფესიული პროგრამა მოიცავს საგანს ღვინის დეგუსტაცია.

პროგრამაში არსებული ღვინის დეგუსტაციის კურსი აერთიანებს პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას, რომელიც სტუდენტებს ეხმარება თავიანთ მომზადებულ კერძსა თუ დესერტს შეუხამოს შესაბამისი სასმელი.

ღვინის დეგუსტაციის სალექციო კურსის განმავლობაში სტუდენტი:

  • ეცნობა თეთრი და წითელი ღვინის არომატებს, საქართველოს რეგიონების ღვინოებს
  • სინჯავს ჯანმრთელ და ზადიან ღვინოს
  • მიმოიხილავს საქართველოს რეგიონების ღვინოებს (მათ შორის, ადგილწარმოშობის ღვინოს)
  • აფასებს ღვინის ფერებსა და ვიზუალს
  • უხამებს კერძს/დესერტს და ღვინოს
Ღვინის Დეგუსტაცია 1 Ღვინის Დეგუსტაცია 2 Ღვინის Დეგუსტაცია 3 Ღვინის Დეგუსტაცია 4 Ღვინის Დეგუსტაცია 5 Ღვინის Დეგუსტაცია 6