კულინარიის აკადემიის სტუდენტები სწავლობენ ზღვის პროდუქტების მომზადების და დამუშავების ტექნიკებს
03 დეკემბერი 2025
კულინარიის აკადემიის მზარეულის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგნის, მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო II-ის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ ზღვის პროდუქტების მომზადების და დამუშავების ტექნიკებს.
პროგრამით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისათვის კულინარიის აკადემიაში დანერგილია ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი (learning-by-doing), რაც გულისხმობს სტუდენტების სწავლებას კერძების ინდივიდუალურად მომზადების გზით. სტუდენტები ინდივიდუალურად ამუშავებენ თითოეულ პროდუქტს, რაც საშუალებას იძლევა ფლობდნენ თანამედროვე ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს კულინარიის სფეროში.
მსგავსი სიახლეები
03 დეკემბერი 2025
სასერტიფიკატო პროგრამების კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
01 დეკემბერი 2025
კულინარიის აკადემიის მზარეულის პროფესიული პროგრამა მოიცავს საგანს ღვინის დეგუსტაცია
28 ნოემბერი 2025
ბურგერის ლექცია კულინარიის აკადემიაში
27 ნოემბერი 2025
კახა ბენდუქიძის კამპუსში სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების მიღება გაიმართა
26 ნოემბერი 2025