ლუკა ღლონტი
29 სექტემბერი 2025
ლუკა ღლონტი ვეტერინარიუმის ქირურგიის მიმართულების ვეტერინარი ასისტენტია. ის ასევე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტია.
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის არსებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ლუკამ ერთი სემესტრი ისწავლა ტარტუში.
ესტონეთში სწავლის პერიოდში მან ყველა საგანი უმაღლესი შეფასებით დაასრულა და გაიარა ისეთი მნიშვნელოვანი დისციპლინები, როგორიცაა: ქირურგია, ვეტერინარული კლინიკური უნარები, პარაზიტოლოგია და პარაზიტული დაავადებები, დერმატოლოგია და ალერგოლოგია, კლინიკური ფარმაკოლოგია, წვრილი ცხოველების კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და ფრინველის დაავადებები.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც სწავლების სირთულით ხასიათდება, ლუკა ერთ-ერთი საუკეთესო აკადემიურ მოსწრებით გამოირჩევა.
მსგავსი სიახლეები
15 აპრილი 2026
რთული კარდიოლოგიური კლინიკური შემთხვევა.
14 აპრილი 2026
განსაკუთრებით რთული და კომპლექსური კლინიკური შემთხვევა
13 აპრილი 2026
კომპანიონი ცხოველების კბილების წმენდა ვეტერინარიუმში
06 აპრილი 2026
სიცოცხლისთვის საშიში ჰიპერკალემია კატაში
05 აპრილი 2026