MACS-ს პროფესორისა და სტუდენტის მორიგი წარმატება
29 ივნისი 2017
თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის (MACS) პროფესორის ვახტანგ ჯანდიერის მონაწილეობით სამეცნიერო პროექტმა “მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების“ კონკურსში გაიმარჯვა.
პროექტის მუშაობაში ჩაერთვება MACS-ის ინჟინერიის მეორე კურსის სტუდენტი თორნიკე ონოფრიშვილი.
ევროპის მხარის დაფინანსებით პროექტის ფარგლებში უნდა დაიწეროს სწრაფი რიცხვითი კოდი, რომლის საშუალებითაც შესწავლილი იქნება ფოტონური და პლაზმონური ნანოსტრუქტურები. პროექტის მთავარი მიზანია ოპტიკური ლოგიკური გეიტების განხორციელება ფოტონურ ნანოსტრუქტურებში.