მარიამ პაპავა და ქეთევან ლომჯარია სტაჟირებაზე გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრში იმყოფებიან

26 ივნისი 2023

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის სტუდენტები მარიამ პაპავა და ქეთევან ლომჯარია 1 თვით იმყოფებიან სტაჟირებაზე გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ინჟინერიის ცენტრალურ ინსტიტუტში - ელექტრონული სისტემები (ZEA-2). ისინი ჩაერთვებიან მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში.

მარიამი და ქეთევანი შეარჩია ZEA-2 ინსტიტუტის დირექტორმა პროფესორმა Stefan van Waasen-მა მათ მიერ 2022 წლის სექტებმერში GGSB (German Georgian Science Bridge) თანამშრომლობის ფარგლებში თბილისში ჩატარებულ ვორქშოფზე წარდგენილი სტუდენტური კვლევების პრეზენტაციის საფუძველზე.

Mariam Papava Ketevan Lomjaria