ნატალი კაკაბაძე ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში
14 მარტი 2019
აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებული, ნატალი კაკაბაძე სწავლას ჰოლანდიაში გააგრძელებს.
ნატალიმ Erasmus Mundus-ის სამაგისტრო პროგრამის შესარჩევი პროცესი წარმატებით გაიარა და სწავლის სრული დაფინანსება და ყოველთვიური სტიპენდია მოიპოვა.
ნატალი კაკაბაძე სწავლას სექტემბრიდან ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების პროგრამაზე, კერძოდ ნეიროგენომიკის მიმართულებაზე დაიწყებს და მეორე წელს ბერლინში შარიტეს უნივერსიტეტში გააგრძელებს. პროგრამას ეწოდება Neurasmus - (EuropeanMaster in Neuroscience) და სტუდენტს ევროპის ოთხ სხვადასხვა ქვეყანასა და უნივერსიტეტში ნეირომეცნიერების კერძო მიმართულებაზე სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს.