ნათია რობაქიძე გაივლის საერთაშორისო პროგრამას გულის ექოსკოპიაში
15 ივლისი 2024
ვეტერინარიუმის ანესთეზიოლოგი და თერაპევტი ნათია რობაქიძე გაივლის ინტენსიური გადამზადების საერთაშორისო პროგრამას გულის რადიოლოგიური გამოკვლევის მიმართულებით პორტუგალიაში, რომლის ხარჯებსაც დაფარავს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
აგრარული უნივერსიტეტისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ვეტერინარული კლინიკის თანამშრომელთათვის საერთაშორისო განათლების მიღებაში ხელშეწყობა, რადგან ეს მნიშვნელოვანია საქართველოში ვეტერინარული სერვისების, განათლებისა და კვლევის განვითარებისათვის.
რაც შეეხება გადამზადების საერთაშორისო პროგრამას, ეს არის UniVets Global-ის პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებული პროგრამა გულის რადიოლოგიური გამოკვლევის მიმართულებით - Echocardio Academy, რომელიც წარმოადგენს გულის ექოსკოპიის სწავლის გამორჩეულ შესაძლებლობას ვეტერინარებისთვის, რადგან:
- თითოეულ მონაწილეს ეგზავნება თეორიული მასალები წინასწარ სამეცადინოდ;
- 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობს ინტენსიური, ქმედებაზე დაფუძნებული სწავლება (lerning by doing), სადაც მონაწილეები ვეტერინარი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ აკეთებენ გულის ექოსკოპიას და ვარჯიშობენ სურათის ინტერპრეტაციაში;
- სწავლება მიმდინარეობს მცირე ჯგუფებში (6 მონაწილე);
- მონაწილეებს ეყოლებათ ტუტორი, რომელსაც აქვს 25-წლიანი სამუშაო გამოცდილება კარდიოლოგიის მიმართულებით და რომელიც დაეხმარება მათ სწავლის პროცესში.
პროგრამის პრაქტიკული ნაწილი ტარდება ლისაბონში 25-29 ნოემბრის პერიოდში. პროგრამის შესახებ ინფორმაცია.
მსგავსი სიახლეები
22 ოქტომბერი 2025
ზორგის ისტორია
22 ოქტომბერი 2025
ნუცა ბესაშვილი ესტონეთში ინტენსიურ პროფესიულ გადამზადებას გადის
15 ოქტომბერი 2025
Veterinarium-ს საკუთარი თანამედროვე კლინიკური ლაბორატორია აქვს
14 ოქტომბერი 2025
შპიცი ბიბი
13 ოქტომბერი 2025