ნიკორას სტიპენდიის 2024 წლის გამარჯვებულები გამოვლენილია
26 აპრილი 2024
კომპანია ნიკორა ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიის წარმატებულ სტუდენტებს. მიმდინარე სემესტრში სტიპენდია მოიპოვეს: სალომე ჩერქეზიშვილმა, გიორგი ნაფეტვარიძემ, ლიზი ნუცუბიძემ და ანნა ჭიღლაძემ.
კომპანიის წარმომადგენელმა სტუდენტებს კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში გამართულ დასაქმების ფორუმზე გადასცეს სტიპენდიის სიგელები.
კომპანია ნიკორა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტთა მხარდასაჭერად ყოველთვიურ სტიპენდიას 2018 წლიდან გადასცემს სასურსათო ტექნოლოგიის III-IV კურსის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს.




მსგავსი სიახლეები

30 ივნისი 2025
სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის პროგრამის პირველმა ნაკადმა წარმატებით დაასრულა სწავლა.

16 ივნისი 2025
ნანი ჯომარჯიძემ სტაჟირება საფრანგეთში გაიარა

13 მაისი 2025
ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა სტაჟირება გაიარა საფრანგეთში

10 მაისი 2025
სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XVI ეროვნულ კონგრესში

05 მაისი 2025