ორგანული დამაბინძურებლების განსაზღვრის თანამედროვე მოწყობილობები
16 ოქტომბერი 2014
23 ოქტომბერს 15:00 საათზე 218-ე აუდიტორიაში ჩატარდება სემინარი, მიძღვნილი ამერიკის შეერთებული შტატების ფირმის Fluid Management Systems, Inc. მიერ დამუშავებულ თანამედროვე მოწყობილობებს, რომლებიც განკუთვნილია ნებისმიერი სირთულის მატრიცებში მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების განსაზღრისას სინჯების ავტომატური დაჩქარებული შემზადებისადმი. სემინარს ატარებს დოქტორი ფილიპე გერმანსდერფერი (Dr. Philip Germansderfer), ფირმის საერთაშორისო მარკეტინგის დირექტორი.
მონაწილეები მიიღებენ სემინარის თემასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალების კომპლექტს.
სემინარის სამუშაო ენები: ინგლისური (ძირითადი) და რუსული.
მონაწილეთა რეგისტრაცია 14:45–დან.
დასწრება თავისუფალია.