პროექტი - პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის
15 მაისი 2017
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტი "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ხორციელდება „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ (MCA-G) 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობასა და მილენიუმის გამოწვევის ფონდს (MCC) შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კომპაქტის ნაწილს და დაფინანსებულია ამერიკელი ხალხის მიერ.
პროექტი დაიწყო 2016 წლის პირველ სექტემბერს და მისი ხანგრძლივობა შეადგენს 24 თვეს.
პროექტის ძირითადი მიზანია, სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული ადამიანური რესურსის განვითარება, მოთხოვნის შესაბამისი სოფლის მეურნეობის ტექნიკური პროფესიული განათლების და ტრეინინგის მეშვეობით შემდეგ სპეციალობებში:
- ფერმერი/აგრობიზნესის მენეჯერი;
- მეღვინეობისა და მევენახეობის სპეციალისტი;
- ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი.
პროექტი ითვალისწინებს ზემოაღნიშნული მიმართულებებით მოდულური სასწავლო პროგრამების განხორციელებას. პროგრამების შემუშავების პროცესში აქტიურად არის ჩართული კერძო სექტორი ინდუსტრიის საკოორდინაციო მექანიზმის (Industry Liaison Mechanism) საშუალებით. პროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული ობიექტების განახლებაც, რაც ხელს შეუწყობს „სწავლება პრაქტიკის მეშვეობით“ მიდგომის დანერგვას. ასევე, სასწავლო პროცესისთვის საჭირო ლაბორატორიების თანამედროვე მოწყობილობებით აღჭურვას; გრძელვადიანი სწავლების ხელშეწყობის მიზნით დაინერგება ინოვაციური - დისტანციური სწავლების პლატფორმა.
პროექტის განხორციელებაში საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს პარტნიორობას უწევენ შემდეგი ადგილობრივი და საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებები და ორგანიზაციები: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ვახენინგენის უნივერსიტეტი და უნივერსიტეტის კვლევითი და ინოვაციების განვითარების ცენტრები, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, „ელვა“, „იმერეთი გრინერი“ და „ნერგეტა“.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტრადიციული ღვინის მარანს და მეღვინეობა-მევენახებობის ინსტიტუტის თანამედროვე ღვინის ლაბორატორიას; რეაბილიტირებულია მევენახეობა-მეღვიობის აკადემიასთან და ტრადიციული ღვინის მარანთან მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურა. განახლდა კახა ბენდუქიძის დასავლეთ საქართველოს საუნივერსიტეტო კამპუსის ინფრასტრუქტურა. როგორ მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიის, ასევე კახა ბენდუქიძის დასავლეთ საქართველოს საუნივერსიტეტო კამპუსში განხორციელდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები შენობების ინფრასტრუქტურის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებთან ადაპტაციის მიზნით.
ვეტერინარული და ღვინის ლაბორატორიებისთვის შეძენილია თანამედროვე მოწყობილობები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვას.
ამ ეტაპზე, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთად და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) მჭიდრო თანამშრომლობით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სასწავლო პროგრამების და სასწავლო მასალების შემუშავებისთვის, რომელშიც ჩართულნი არიან როგორც უნივერსიტეტის, ასევე მოწვეული სპეციალისტები და საერთაშორისო პარტნიორები.
სიახლეები
- აგრობიზნესის სპეციალისტის სასერტიფიკატო პროფესიულ პროგრამაზე ანასეულში სწავლა დაიწყო
- ვეტერინარი ტექნიკოსის სასერტიფიკატო პროფესიულ პროგრამაზე სწავლა დაიწყო
- აგრობიზნესის მენეჯერის სასერტიფიკატო პროფესიულ პროგრამაზე სწავლა დაიწყო
- განათლების საერთაშორისო კონფერენცია და გამოფენა - პროფესიები მომავლისთვის
- მევენახე-მეღვინის ახალ სასერტიფიკატო პროფესიულ პროგრამაზე სწავლა დაიწყო
- ექსპერტთა ტრენინგი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში
- ვაჰენინგენის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში
- შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში