კულინარია და რესტორნის მენეჯმენტის ახალი პროგრამის საბოლოო ვერსიის წარდგენა კერძო სექტორისთვის

04 ოქტომბერი 2022

საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა და თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა გამართეს შეხვედრა, რომლის მიზანი იყო კულინარია და რესტორნის მენეჯმენტის ახალი პროგრამის საბოლოო ვერსიის წარდგენა კერძო სექტორისთვის.

სამუშაო შეხვედრის დროს დეტალურად იქნა განხილული პროგრამის მიზანი, შედეგები, კურიკულუმი, თითოეული საგნით დასაფარი საკითხები.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის მიერ გაწეული დახმარების შედეგად, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.

Programis Wardgena