Ralph Fiennes-ს კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულმა უმასპინძლა
28 სექტემბერი 2015
ცნობილი მსახიობი Ralph Fiennes ეწვია კაფე ლეილას, რომელშიც კულინარიის აკადემიის ერთ-ერთი კურსდამთავრებული, მარიამ მჭედლიძე, მუშაობს მზარეულის პოზიციაზე.
მიუხედავად იმისა, რომ მარიამი კულინარიის აკადემიის პირველი ნაკადის სტუდენტი იყო და სწავლა 2 წლის წინ დაასრულა, ის დღემდე აკადემიის ფორმით მუშაობს რესტორნის სამზარეულოში.
რესტორანი ლეილას შეფ-მზარეული არის ასევე, კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული, ილია ბენაშვილი.