საერთაშორისო სიმპოზიუმი მეხილეობაში
07 ნოემბერი 2013
პირველად საქართველოში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეხილეობის ინსტიტუტისა და მებაღეობის მეცნიერებათა საერთაშორისო ორგანიზაციის (ISHS)-ის ორგანიზებით, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი მეხილეობაში. სიმპოზიუმში "მეხილეობა და ხილის მოყვანა-მოხმარების შესახებ არსებული ტრადიციული ცოდნა აბრეშუმის გზის ქვეყნებში" მონაწილეობა მიიღეს მებაღეობის დარგის ცნობილმა მეცნიერებმა მსოფლიოს ოცზე მეტი ქვეყნიდან.
სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა, აგრობიზნესის წარმომადგენლებმა, საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებმა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულმა სხვა პირებმა. მონაწილეებმა განიხილეს ხილის მოყვანის მნიშვნელოვანი სამეცნიერო-პრაქტიკული სახის საკითხები.