საერთაშორისო წარმატება
16 დეკემბერი 2013
16 დეკემბერს პარიზში OIV (ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის) ოფისში აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის ვაზის გენოფონდის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელს, პროფესორ დავით მაღრაძეს საზეიმოდ გადაეცა OIV -ს სპეციალური პრიზი მევენახეობის კვლევაში განსაკუთრებული წვლილისათვის. ამ პრიზით აღინიშნა ვაზის გენოფონდის კვლევის ლაბორატორიის მიერ ბოლო წლებში COST Action FA1003 (აღმოსავლეთ-დასავლეთის თანამშრომლობა ვაზის მრავალფეროვნების აღწერისა და სელექციისათვის ადაპტური ნიშნების მობილიზაციისათვის) პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაო. აღნიშნული სამუშაოს დაგვირგვინება იყო ამპელოგრაფიული კატალოგის გამოცემა 2012 წელს სახელწოდებით Caucasus and northerm black Sea Ampelography.