საჯარო ლექცია: "ხელოვნური ინტელექტი ტრანსლაციურ მედიცინაში"
18 დეკემბერი 2023
აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულმა და ლექტორმა დეა გოგიშვილმა ჩაატარა საჯარო ლექციას თემაზე: "ხელოვნური ინტელექტი ტრანსლაციურ მედიცინაში".
დეა არის მკვლევარი, დოქტორანტი და ლექტორი ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში. მისი სადოქტორო კვლევის ძირითადი მიმართულებაა დემენციების ბიომარკერების განვითარება.
საჯარო ლექცია მოიცავდა 2 ნაწილს: პროფესიული გზა, ქიმიიდან ბიო-ინფორმატიკის სფერომდე და ხელოვნური ინტელექტის მოშინაურება სამედიცინო კვლევებში.