სალომე მუხიგულაშვილი სწავლას აშშ-ში აგრძელებს

28 თებერვალი 2025

სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებული, სალომე მუხიგულაშვილი, სწავლას აგრძელებს აშშ-ში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინფორმაციული სისტემების ტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე, ხელოვნური ინტელექტისა და ბიზნესის მიმართულებით. სალომემ მოიპოვა ბიზნეს სკოლის Excellence Fellowship.

ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ იგი დაინტერესდა სტარტაპ-ეკოსისტემით და სამუშაო გამოცდილებაც აგროტექნოლოგიების მიმართულებით დააგროვა. სწორედ ამ პერიოდში გაუღვივდა ინტერესი ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ბიზნესის მიმართ. მისი ერთ-ერთი პირველი AI პროექტი იყო ვებ-აპლიკაცია, რომელიც ფოტოს გადაღებით ვაზის ფოთლის დაავადებებს ამოიცნობდა.

Salome Muxigulasvili